ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2012


ჩემი სიმარტოვის ნაცნობი...

დიდხანს შეალიე ფიქრთა წყება,
”უნდას” ბრძანებებს და დავალებებს.
თუმცა, ლაღი სუნთქვა იქ იწყება,
ნაბიჯს რომ გადადგამ ალალბედზე...
მერე რა მოხდა, თუ შეგეშალა,
ასჯერ არ გაზომე, ისე ჭერი.
მიდი, შეიხვიე წელი შალით,
წლების სიმძიმე ვერდანაჭერი...
ისევ გაიარე ბეწვის ხიდზე,
ბედმა, რასაც ბედავ, თითზე თვალოს.
წლები, მორებად რომ ბეჭზე გიდევს,
დროა, ხსოვნის კართან ჩამოცალო...
ახლა რაღა დროის შიშებია,
მტერი როცა გექცა ფეხთა მტვერად.
შენი მეორე ”მე” - რიშელიე,
შენს ზურგს უკან მდგარი გეხმარება...
იქნებ, დაუჯერო გულის კარნახს,
გირთავ ხსოვნის რჩეულ რაფსოდიას.
გტოვებ, დროებით და აბა, კარგად,
შენი სიმარტოვის ნაცნობი ვარ...
            04.04.12


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები