ნაწარმოებები



ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2012


დედასთან ვერგაგზავნილი წერილი

დედა, ერთ საათში დაბადების დღე მაქვს
და მე კულისებში ვხვდები ოცდაერთსაც,
ჰოდა, ორად გამყო მგონი ამ ცხოვრებამ,
ანუ მივდივარ და როგორც გუბეები
მზიან ამინდებში, ისე ამოშრება,
თვალის გუგებიდან ღმერთის მოგონება.

დედა, აგვისტომაც როგორ გამიმეტა,
შენგან მოშორებით, ვცხოვრობ ცივ ოთახში,
სევდა სულის კედლებს ისე აეჩემა,
როგორც შვილმკვდარ დედას შავი საბურველი.

თურმე ასეთია ჩემი განაჩენი,
გწერ და ციხეში ვარ, აღარ დაბრუნდება
აღარც ბავშვობა და უკვე ოცდაერთის . . .
დედა, ერთ საათში დაბადების დღე მაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები