ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2012


თეთრი ბენდენები

ჩემს თავგადასავლებს მახსოვს, ვაცილებდი,
ხელიც დავუქნიე, მგონი, თავსაფარიც.
უკვე სხვა წლებში ვარ ახლა გაცილებით,
პირდაფჩენილ სურვილს პირზე ხელს ვაფარებ...
ქუჩები აივსო სურნელით აპრილის,
ტოტებს გაუნასკვავთ თეთრი "ბენდენები".
ვიცი, გაზაფხული ისევ დააპირებს,
იმის დამტკიცებას, რომ ჯერ არ ვბერდები...
გარეთ გაზაფხული მწვანე თვალებს ნაბავს,
ფიქრთა მთელი წყება ნატვრას მიუსია.
გული ამოიღოს ლამის ერთმა კაბამ,
დრო კი მაფრთხილებს, რომ ნოტარიუსია
წლების, უტკბილეს თუ მწარე მოგონების,
სიყვარულისა თუ დიდი სულერთიას.
დგანან ჩემს ფანჯრებთან მწიფე გოგონები,
ჩემი სიყმაწვილე ტანზე უკეთიათ...
          07.04.12
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები