ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2012


* * *

ჩემი კიბე და
ჩემი კერია!
გულზე იმედი
შემომკერია.
აქ ერთი კვნეტა
თაფლის კვერია,
იქ _ უფლის ხატი,
მთა და კელია.
ჩემ დად შევრაცხე
თვით ძმის მკვლელია
და ეს ხვიარაც,
არჯაკელია.
დღეი დაცხრა და
შემომელია;
ყველა გაცხადდა_
შემო, ელია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები