ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2012


პოეზიას!

ქარიშხალია მუზა.
მარტივად მამსხვრევს ძვლებში.
ხაზს ისე გადაუსვამს
ყველაფერს, გაგიჟდები...
ხან ნაფაზია,ფილტვში-
კიბოს უჯრედი. წნევა.
შიში დაკეტილ ლიფტში,
სარკე,რომელიც წრეა.
ილუზიაა მუზა!
აფორიაქებს გრძნობებს.
ოკეანეში ღუზა-
ჩაშვებულ გემის ფონზე...
ჩემთან ნუ მოხვალ...მოკვდა
უპოეზიოდ სახლი.
ვდგავარ ლექსების მორგთან
აცრემლებული სახით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები