ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2012


  ჩამოტვირთვა

ნავსაყუდელთან \ნარინჯისფერივით\

დუმილი ჯობდა ყოველთვის და ახლაც ასეა,
ვდგავარ ისედაც გათიშული გონების მიღმა,
ღია კარებში ველოდები უმისამართო,
ძველ და გაცრეცილ წერილების პატარა შეკვრას
და მეც შენსავით დავიჯერე, რომ უნდა მწამდეს,
სხვა დანარჩენი რეალურად სისულელეა!

მოდი, ჩამოვჯდეთ ამ ერთხელაც ნავსაყუდელთან,
მოდი, ჩამოვჯდეთ და სიკვდილზე ვილაპარაკოთ,
როგორც მჩვევია, მერე მივალ მე იმ დასკვნამდე,
რომ ჩემი სული - ჭუჭყიანი თეთრი ზეწარი,
ხდება ასეც, რომ ღმერთისთვისაც არ მემეტება,
იცი და მაინც ხელს არ მიშვებ, მარტო არ მტოვებ!

ნავსაყუდელთან შენი თითები მიჭირავს და
თვალებით ვაფრთხობთ თოლიების გუნდს და არ გვიკვირს,
არც თოვს, არც ცივა, უცნაური დეკემბერია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები