ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2012


ჩვენ სიცოცხლეში დაგვიდგამს ბინა!

                                        ნიკო გომელაურის ნათელ ხსოვნას

დავბორიალებ ამ მთვრალ ლექსებში,
მე ხომ ბოჰემის ნაშიერი ვარ!
სიტყვა მქონია ბასრიც, ხენეშიც
და სიყვარულიც მომშიებია.

გეფერებოდი, შემეძლო როგორც,
ლოთიც ვყოფილვარ შენი ტუჩებით,
ხომ ვპოვე სულის თავიც და ბოლოც, _
მოგინდები და გაგიყუჩდები.

მე არ მაშინებს კვდომით შეთრობა,
რა ვქნა, თბილისი თუ არ მეთმობა!
წავალ და იტყვის: გუშინ არ იყო
ეს გიჟპოეტი ალალი ნიკო? _


დავბორიალებ მართლა ლექსებში,
მართალი რომ ვარ, განა არ იცი.
მივდი-მოვდივარ, ნებით შეგეშვი,
თუმცა ვიცი, რომ მაინც დაგიცდი.

გავკარი ყველა კიბოს, სიმსივნეს,
ეგ ჩიტის გული რომ გაგისიეს!
სანამ შენში ვარ და შენში ვგმინავ,
ჩვენ სიცოცხლეში დაგვიდგამს ბინა!

ჩემო მკითხველო თუ გამკითხავო, _
ბრძენო, სულელო, მღვდელო, მკითხავო!
პატარა, დიდო, ყბედო და ფლიდო...
შესანდობარი დალიეთ თითო, _

იქნებ შემინდოს ცოდვის ამღებმა,
დაუშვას ჩემი შემოსახლება.

                                                    თბილისი
                                  13 აპრილი, სამშაბათი, 2010წ.
                          ნიკო გომელაურის გარდაცვალების დღე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები