ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2008


პოეტი




ყველა აპრილი შედეგია... ყველა მარტისა...
და ყველა მარტი უხიაგი თებერვლის ბოლო
ამოსუნთქვამდე, გეტყობა რომ მეტყვი-არც ისე...
ჩვეულ კითხვაზე: ხომ კარგად ხარ მეზობლის ცოლო?

და ის ვინც მოკვდა ახალგაზრდა და ის ვინც ცოცხლობს
და ის ვინც კვდება უფრო ხშირად ვიდრე აქამდე...
არის სიცოცხლე... და სიცოცხლის უშრეტი ცეცხლი,
რომ კიდევ ბევრი სითბო რჩება გადასახადი.

და ამ კითხვაზე: ხომ კარგად ხარ მეზობლის ცოლო?
ნუ უპასუხებ რომ არც ისე ანდა რა მიჭირს...
მისმა თვალებმა არ იციან თქვენსავით ძილი
დაძინებამდე მას ყოველთვის ერთი ნაბიჯი

აკლდება ისე, თითქოს ასეც უნდა ხდებოდეს
ყოველ მეორე შუაღამეს სიკვდილის დაღლით
ცდილობს ჩასთვლიმოს, (აივნიდან ვიღაც ხტებოდა...)
მაგრამ უეცრად აყეფდება იგივე ძაღლი:

რომ ის ვინც მოკვდა ახალგაზრდა და ის ვინც ცოცხლობს
ჰო ის ვინც კვდება უფრო ხშირად ვიდრე აქამდე...
არის სიცოცხლე! და სიცოცხლის უშრეტი ცეცხლი
და კიევ ბევრი სითბო რჩება გადასახადი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები