ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2012


***

***
წავიდნენ უჩუმრად,
ბაბუაწვერა რომ გაფრინდება
ნიავის სუსტ წამოქროლებაზე.
აგონიით... თითქოს მიწა იძრაო,
ზღვის უკუქცევასავით,
თვითმკვლელობით,
კატასტროფით.
და ა.შ. და ა.შ.
მიდიან და მიდიან...
მიდიან... და მიდიან...
იქნებ არც სადარდელი...
რადგან ვინც თვალს დააკლდა,
სულს მოემატა.
მიდის ცხოვრება
ისე სწორხაზოვნად,
როგორც ეს ლექსი.
მოცელავ ბალახს და
ამოხუჩხუჩდება,
დარგავ  _ ჩახმება,
და ა.შ. და ა.შ.
და ყოველდღე იწყება
ჩვენი გარდაცვალება...

***
სულეთის კართან მელოდე, დედა,
საცაა გაწყდეს თოკი ლოდინის,
ეს რა გულსევდა დღე დამებედა,
დამძიმებულა დარდიც ლოდივით.

წუხელ  შენს საფლავს შევახე ხელი,
შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს,
ცრემლივით წვეთდა ნისლები  სველი,
ცრემლიც უბედო თურმე ბედია.

შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა,
კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური,
საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა,
მე ვარო შენი ბოლო სადგური.

გადაუარეს წვიმებმა ბალახს,
სექტემბრის უხმო დილაა თბილი,
და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს,
მორწმუნესავით ვეხები შვილი!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები