ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
17 აპრილი, 2012


მიწიერი სიყვარული

ის უცებ შემიყვარდა , ჯერ კი ვერ ვხვდებოდი.
მერე რომ მივხვდი,შევშინდი, უკაცრიელ ადგილებში გავრბოდი, მინდვრებში, ნაგავსაყრელებზე, ცარიელ, მიტოვებულ სტადიონებზე...იქ მის სახელს ხმამაღლა გავყვიროდი, მერე ვიღლებოდი, ჩავიჩოქებდი და ჩუმად ვბუტბუტებდი....
არა და არ მეშველა!...ის საშინელი ძალით მექაჩებოდა თავისკენ, სიზმრებში მის მუხლებზე მედო თავი, მისი ტანის სურნელი მცემდა და მაგიჟებდა...გაცოფებული ვიღვიძებდი და ძაღლივით ვყმუოდი, ვყმუოდი სანამ სხვა ძაღლები არ ამყვებოდნენ,მერე მახსენდებოდა რომ ადამიანი ვარ, ისევ ვეცემოდი საწოლზე და ვიძირებოდი ტკბილ ზმანებებში!...ტკბილშიო ვამბობ და ბოლო კი რა მწარე ქონდა! როცა ვიღვიძებდი...მარტო! მარტო!.....ო ღმერთოოოო....
ხო და ვეღარ გავუძელი, დარეკვა გადავწყვიტე....ტელეფონმა ცოტა ითამაშა, ნერვები დამაწყვიტა, მერე ვითომ დაირეკა და.....ალოოოო....ალოოოო.....ო რა ტკბილი ხმა გავიგე!....მერე კი გაითიშა, საზიზღარი, საზიზღარი უსულო ტელეფონი!....ერთ დროს შუამავალის როლს რომ ასრულებდა ჩვენს შორის......თითქოს ეშაფოტზე ვიდექი, ზმანება მეწვია, ჯალათმა თავი ამიწია და მე დავინახე როგორ მოაგორებდნენ დიდ კასრს!..კასრი გადახსნეს და ტკბილი სურნელი მეცა...მურაბა?....
---სიზმრების მეფის მეტად ლმობიერი და უაღრესად დემოკრატიული კანონების შესაბამისად, თქვენ მოგესაჯათ კაკლის და ლეღვის მურაბაში დახრჩობა! განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემებარება!
----ო, არა!....შევძახე და თვალები გადმოვკარკლე იმ უკიდურესობამდე რომ მეტი აღარ შეიძლებოდა, როცა დავინახე რომ ეს კასრი მინიმუმ 500 ლიტრიანი იყო.....რატომ ასეთი მძიმე განაჩენი?... შემიწყალეთ...შემიწყალეეეეეეთ!....
მაგრამ ტყუილად ვყვიროდი, სულ ამაო იყო ჩემი ქმედებანი, კასრში მიკრეს თავი....მე კიდევ ვყვიროდი, სანამ შემეძლო.ბოლოს ბედს შევურიგდი და დავყვინთე.
.............................................................................................
უცებ გამომაფხიზლა რაღაც საუბარმა,ინტუიციით  მივხვდი მე მეხებოდა...
-----და რადგან მოინანია დანაშაული, გათავისუფლდეს....განაჩენი ძალაშია გამოცხადებისთანავე......ასევე ....
კასრი შუაზე გადატყდა.....მოკრუნჩხული სხეული გავშალე და შვებით ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი....
---რომ გადახვალ გააჩერე!....იყვირა ვიღაცამ, მერე ბენზინის სუნი მეცა...რა ხდება?...ნუთუ?....ნუთუ....ისევ საშინელი რეალობა?...აკი შეწყალებაო.....
სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, თავი მინას მივახალე და საბოლოოდ გამოვფხიზლდი, მეძინა?...
მაგრამ უცებ სინათლის სიჩქარით გავიხსენე ყველაფერი

...............................................................................................
ის უცებ შემიყვარდა, ჯერ კი ვერ ვხვდებოდი.
მერე რომ მივხვდი.....თუმცა ეს თქვენ უკვე იცით.
და აი რაც არ იცით, იმას მერე გეტყვით, ანდა შესაძლოა ვერასდროს, რადგან არავინ იცის, არსებობს თუ არა ეს საძაგელი შემდეგი ცხოვრება!  ისიც არ ვიცით შევხვდებით თუ არა და რაც ყველაზე ცუდია, ვიცნობთ თუ არა ერთმანეთს!.....მაგრამ სხვა გზა არაა და უნდა დავაჩქარო პროცესები.....სამარშრუტო ტაქსიდან ჩავედი, ასფალტი დაიწყო, მერე ასფალტი მორჩა და კიბე დაიწყო, კიბე მორჩა,სახურავი დაიწყო,სახურავი მორჩა და ჰაერი დაიწყო...ჰაერი რატომღაც ძალიან სწრაფად დამთავრდა და მიწა დაიწყო....ჰო და დამთავრდა კიდეც მიწით....
სიყვარული ხომ მიწიერია...განა ასე არ არის?......
შემდეგ ცხოვრებაში შევხვდებით ძვირფასო!
ოღონდ ერთჯერადი სიყვარული აღარ მინდა, ისედაც ყველაფერი ერთჯერადია სამყაროში, სადაც თურმე სინათლის სიჩქარით მოექანება სიყვარული, ცოტა ხნით ჩერდება, გაგიღიმებს  და მერე ასეთივე სიჩქარით მიდის სადღაც...
სად?...არავინ იცის, სამწუხაროდ ასეთ შეკითხვებზე არ პასუხობენ.




17.04.2012 14:58:35  სერგეი ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები