ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2012


და რადგანაც ასეა...

ერთჯერადი მაკკოფე
ჩამომისხეს. გავსინჯე.
ჯერჯერობით მეყოფა.
ვითვლი გულის ნაბიჯებს.

ვზივარ. ირგვლივ კაფეა
და სიყალბე დენდების.
ვერ პირფერობს კაფია,
დარჩენა არ ეგების.

და რადგანაც ასეა,
კაფეს უნდა მოვშორდე.
ყველაფერი ფარსია _
თავიდან და ბოლომდე.

                                            19 აპრილი, 2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები