ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2012


ოთხნი ოთახში

სამნი ვიყავით, მე ძაღლი და მამის სურათი.
მოსაწყენ ამინდს ვიოხებდით ყველა როგორღაც.
სოფლის ქალები გადაუღებ წვიმებს წურავდნენ,
და კერიასთან სევდით სავსე უბე მოჰქონდათ.
კატა ვიღაცას შეჰკნაოდა, ჩემთვის უხილავს,
ძაღლი კი იწვა, როგორც ადრე, მამის ფეხებთან.
მამის სურათი შავ ჩარჩოდან თითქოს სულს ღვრიდა,
და წამიერად იყო მხარზე სითბოს შეხებაც.
კედელთან ეწყო დაჟანგული ბარიც, სახნისიც,
მამის თვალებით მიცქეროდა ძველი სათვალე.
ენა აიდგა ყველა ნივთმა თითქოს, თავისით,
დოქმა კი ღვინო ჩამომისხა წვიმით ნამთვრალევს.
მორბოდა ყველა მოგონება ხსოვნის კარიდან,
ბუხარში კუნძი წინაპართა ამბებს ყვებოდა.
ვიბადებოდი მამის სახლში თითქოს თავიდან
და დამყურებდა სიყვარულით მამა ზემოდან...
ოთხნი ვიყავით, უფრო სწორად, სამნი იმ ერთთან,
ოთხივე თითქოს ძველებურად ერთად ვსახლობდით.
და ის რაც ყოფნამ არყოფნისთვის ვერ გაიმეტა,
მონატრებაა გარდაცვლილი შენი ახლობლის...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები