ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2012


ოთხი კედელი \ნარინჯისფერივით\

ოთხი კედელი, დამწყვდეული თავისუფლება,
შენ ჩემ გვერდით და ვინაწილებთ ნოტიო ჰაერს,
ვწევართ და ვყვებით სასაცილო თავგადასავლებს,
სისულელეებს დამიჯერე ფასი უფრო აქვს,
აბა ჭკვიანებს რა გამოლევს საქართველოში.

იცი, რომ "ტიპი", დასახვეწი მანერებით ვარ,
თუმცა, ხაზგასმით არ აღნიშნავ ამას არასდროს,
და ღამე ისევ სასთუმალთან ჩამომიჯდება,
როგორც გარდაცვლილს, ცრემლიანი ჭირისუფალი...
სისულელეა, სისულელე, სისულელეა,
წავიდე ახლა, მოვკვდე და რომ ვეღარ დავბრუნდე.

ოთხი კედელი და შენი სუნთქვით გამთბარი სული,
მეც ამ ლექსივით არეული, გისმენ და გისმენ,
ბოლოს კი დასკვნა:
ჩემი არ იყოს, შენც მაგარი მაკვარანჩხი ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები