წარმოიდგინე, მზე ადგება ვიწრო შუშაბანდს ჩემს მკერდზე ფრთხილად ჩაატარა ვრცელი დაღმართი, შენ ღვინოს წრუპავ, ეყუდები ხის ძველ მოაჯირს, ჩვენი ფანჯრიდან პანორამა, თეთრი მუშამბა, ანტიკვარული ბროლის ვაზა, ხილი და ღმერთიც თავის წყვილ მზერას, ჩვენს შეღებულ სარკმელს მოაბჯენს. ან, ვწევარ მშვიდად, მზეჩაღვრილი თვალის ოვალით, ჩემს გვერდით, სუნთქვით ამოხვრიტე თეთრი ზეწარი ითხოვე ყავა უნალექო და სიგარეტი, დილანარევი მზერა უცებ ოთახს მოავლე ანჯამებიდან ჩამოგლიჯე ისე ზეცა, რომ შენ გამიბრწყინდი ოთახებში ასი კარატით. მერე ვდგები და მზეგადავლილ დღეებს ვიხსენებ, ქვითკირის სახლს და იქვე ახლოს გულთეთრ იადონს ჭილით მოწნული სავარძლები, და ვერანდის მზე რომ გვინათებდა ყვრიმალებს და მერე შეპარვით ბოლო სხივები წყვილ კათხაზე უცებ მიადნო. ვიხსენებ ახლა, ვხედავ კიდეც... და ვერ აგიღწერ
რადგან სიტყვები ზედმეტია... რადგან ich liebe... ვიწყებ და მერე ვერ ვამთავრებ, რადგან „in valid” ფიქრებს და გრძნობებს უცნაურად მალე ვეჩვევი... მინდა რომ ახლაც გვერდით მყავდე, სუნთქვას მითვლიდე და ღამის ეტლზე მიჯაჭვული, ვგავარ ინვალიდს...
გარეთ კი დუღს, და ვერ იკავებს ღამე ოხშივარს ვჭმუჭნი თითებით ქუთუთოთა რძისფერ წინსაფრებს და სველ თვალებზე, მზით გამომშრალ ხელებს ვიფარებ ქუჩა ანთებულ სარკმლებს სანამ გამოიხშირავს. ................................................................................ ღამის ფიქრები გინდა შეკრა ფოლიანტებად გინდა ყვირილი, ან დალეწვა რამის ( ან თეფშის) ან ფილტვებიდან ნაფაზების ლეწვა მიჯრებად... ამოღამებულ ქუჩის ნაკვთებს თოვლი ადნება და მეჩვენება შენი სახე, რომ თითქოს ფრთებს შლის, თვალის ბუდეში როგორც ჩიტი, ისე მიჯდება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მშვენიერია! მშვენიერია!
20. რამდენი ხანია შენ გვერდზე არ ვყოფილვარ აააააან... შემოვწიწილდები ახლა შენს სამფლობელოში ...
ლამაზი, ჭკვიანი და ძლიერი ქალის ნაწერია ეს..
მაგარი ლექსია..
+ 5 რამდენი ხანია შენ გვერდზე არ ვყოფილვარ აააააან... შემოვწიწილდები ახლა შენს სამფლობელოში ...
ლამაზი, ჭკვიანი და ძლიერი ქალის ნაწერია ეს..
მაგარი ლექსია..
+ 5
19. წაკიტხული მაქვს ეს და ახლაც დიდი სიამოვნებით წავიკითხე:))
შენ გამიბრწყინდი ოთახებში ასი კარატით:)))) -ეს კულმინაციაა ჩემი აზრით, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო სახეა ასევე ლექსში.
+ +
ისა რა ჰქვია- ოთახებს გაუფრხილდი, ასკარატნაბრწყინებნასხივოსნები კედლები არ აგიფხიკონ :L წაკიტხული მაქვს ეს და ახლაც დიდი სიამოვნებით წავიკითხე:))
შენ გამიბრწყინდი ოთახებში ასი კარატით:)))) -ეს კულმინაციაა ჩემი აზრით, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო სახეა ასევე ლექსში.
+ +
ისა რა ჰქვია- ოთახებს გაუფრხილდი, ასკარატნაბრწყინებნასხივოსნები კედლები არ აგიფხიკონ :L
18. საერთოდ მე ეს ავტორი ძალიან მომწონს და სულ ვკითხულობ,მაგრამ ეს ლექსი ვერ მოვიწონე, ალბათ იმიტომ რომ ზედმეტად პირადულია და ალბათ აქვს რაღაც კონკრეტული მიზეზი ან რომელიმე კონკრეტული დღე რომელმაც განაპირობა მისი დაწერა, შესაბამისად ლექსიც ამ კონკრეტული დღის ჩარჩოებში მოექცა და ალბათ ამიტომაც არ მეყო. შენ გამიბრწყინდი ოთახებში ასი კარატით.<<>>ასეთი სტრიქონებზე მეკეტება:) და ძალიან ვღიზიანდები როცა იმ ავტორებთან ვხვდები, რომელთაც ვკითხულობ და ვგულშემატკივრობ. ეს კონკრეტული ლექსი არ მომეწონა, ისე კი სულ გკითხულობ და მომწონხარ. წარმატებები. საერთოდ მე ეს ავტორი ძალიან მომწონს და სულ ვკითხულობ,მაგრამ ეს ლექსი ვერ მოვიწონე, ალბათ იმიტომ რომ ზედმეტად პირადულია და ალბათ აქვს რაღაც კონკრეტული მიზეზი ან რომელიმე კონკრეტული დღე რომელმაც განაპირობა მისი დაწერა, შესაბამისად ლექსიც ამ კონკრეტული დღის ჩარჩოებში მოექცა და ალბათ ამიტომაც არ მეყო. შენ გამიბრწყინდი ოთახებში ასი კარატით.<<>>ასეთი სტრიქონებზე მეკეტება:) და ძალიან ვღიზიანდები როცა იმ ავტორებთან ვხვდები, რომელთაც ვკითხულობ და ვგულშემატკივრობ. ეს კონკრეტული ლექსი არ მომეწონა, ისე კი სულ გკითხულობ და მომწონხარ. წარმატებები.
17. ლექსი " გაძეძგილია" სილამაზით, ჰოდა ანი---------სილამაზით და ნიჭიერებით!
სულ-----ბრავო და ახლაც----ბრავოოოოოოო! ლექსი " გაძეძგილია" სილამაზით, ჰოდა ანი---------სილამაზით და ნიჭიერებით!
სულ-----ბრავო და ახლაც----ბრავოოოოოოო!
16. ამ ლექსში მუსიკა ისმის, ფერწერას ხედავ და პოეზია გავსებს... ამ ლექსში მუსიკა ისმის, ფერწერას ხედავ და პოეზია გავსებს...
15. იცი ამაზე ჩემი კილიმანჯაროსთოვლიანიმწვერვალი აზრი!
ხო მართლა, წუხელ დამესიზმრა, ჰენრი მილერი სიტარაზე უკავდა და რავი შანკარი და ჯორჯ ჰარისონი ფანდურებზე, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს:))) იცი ამაზე ჩემი კილიმანჯაროსთოვლიანიმწვერვალი აზრი!
ხო მართლა, წუხელ დამესიზმრა, ჰენრი მილერი სიტარაზე უკავდა და რავი შანკარი და ჯორჯ ჰარისონი ფანდურებზე, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს:)))
14. აღტაცების გამომხატველი ყველა შორისდებულია აქ ახლა საჭირო! მხოლოდ შორისდებული კი იმიტომ, რომ სიტყვები ზედმეტია, ნამდვილად. აღტაცების გამომხატველი ყველა შორისდებულია აქ ახლა საჭირო! მხოლოდ შორისდებული კი იმიტომ, რომ სიტყვები ზედმეტია, ნამდვილად.
13. მშვენიერია:* მშვენიერია:*
12. უჰ, მართლა რა კაია! განსხვავბული, შეუდარებელია მატისის ყველა ნაწარმოები! უამრავი +5 :) უჰ, მართლა რა კაია! განსხვავბული, შეუდარებელია მატისის ყველა ნაწარმოები! უამრავი +5 :)
11. ანიიიი, იცი როგორ წერ?.. იცი როგორ?? .. ენითუთქმელად..
ვკითხულობ, ვკითხულობ.. ვკითხულობ.. და ვისრუტავ..
მომენატრეე!! ჩემი ანიუტა!! გაკოცე შუბლზე!! :** ანიიიი, იცი როგორ წერ?.. იცი როგორ?? .. ენითუთქმელად..
ვკითხულობ, ვკითხულობ.. ვკითხულობ.. და ვისრუტავ..
მომენატრეე!! ჩემი ანიუტა!! გაკოცე შუბლზე!! :**
10. ისეტი კაიარო.........:უ ძან... ისეტი კაიარო.........:უ ძან...
9. ვერც ერთ ფრაზას, ვერც ერთ სიტყვას ვერ გამოვყოფ, ანი... უძლიერესი ლექსია... თავს რომ ყოველ წამს წაგაკითხებს, ისეთი... ლამაზი ქალივითაა, ლამაზი და გონიერი ქალივით, ყოველ წამს რომ უნდა კაცს მისი ნახვა და მასთან საუბარი... გამოდის, შენ გგავს ეს ლექსი :) შემიყვარდა ეს ლექსი ახლა მე და ნუ მიწყენ, თუ ჩემს დღიურში დავაბინავებ :* ვერც ერთ ფრაზას, ვერც ერთ სიტყვას ვერ გამოვყოფ, ანი... უძლიერესი ლექსია... თავს რომ ყოველ წამს წაგაკითხებს, ისეთი... ლამაზი ქალივითაა, ლამაზი და გონიერი ქალივით, ყოველ წამს რომ უნდა კაცს მისი ნახვა და მასთან საუბარი... გამოდის, შენ გგავს ეს ლექსი :) შემიყვარდა ეს ლექსი ახლა მე და ნუ მიწყენ, თუ ჩემს დღიურში დავაბინავებ :*
8. ანუშკი. შენ შემოგევლე მე.
ძალიან მაგრად მომეწონა ეს ლექსი.
ათასი რამ მომინდა მეთქვა და სიტყვებს თვს ვერ ვუყრი.
"ქუჩა ანთებულ სარკმლებს სანამ გამოიხშირავს." –ეს რა მაგარიააააა!
სუნთქვით ზეწარს გახვრეტოოო. ვერანდა,დაწნილი სავარძლები. ვუყურე, ვუსმინე, შევიგრძენი ეს ლექსი.
! ანუშკი. შენ შემოგევლე მე.
ძალიან მაგრად მომეწონა ეს ლექსი.
ათასი რამ მომინდა მეთქვა და სიტყვებს თვს ვერ ვუყრი.
"ქუჩა ანთებულ სარკმლებს სანამ გამოიხშირავს." –ეს რა მაგარიააააა!
სუნთქვით ზეწარს გახვრეტოოო. ვერანდა,დაწნილი სავარძლები. ვუყურე, ვუსმინე, შევიგრძენი ეს ლექსი.
!
7. grazie "smussato" :)) :*
ასეა მგონი "ბლაგვი" :))
grazie "smussato" :)) :*
ასეა მგონი "ბლაგვი" :))
6. არა რაა...მატისი სულ სხვაა...
განსაკუთრებულად სხვანაირია ეს გოგო.....
სრული სუბიექტურობით ვაცხადებ...... ბრავი ენი... :) :*
ჩივედიამო.... თბილისში......:) არა რაა...მატისი სულ სხვაა...
განსაკუთრებულად სხვანაირია ეს გოგო.....
სრული სუბიექტურობით ვაცხადებ...... ბრავი ენი... :) :*
ჩივედიამო.... თბილისში......:)
5. ვაჰ =)
ვზივარ გაღიმებული და ვფიქრობ, ლოდინად მიღირდი =)
რა კადრები..
ვაჰ =) ვაჰ =)
ვზივარ გაღიმებული და ვფიქრობ, ლოდინად მიღირდი =)
რა კადრები..
ვაჰ =)
4. მინდა რომ ახლაც გვერდით მყავდე, სუნთქვას მითვლიდე და ღამის ეტლზე მიჯაჭვული, ვგავარ ინვალიდს...
5 მინდა რომ ახლაც გვერდით მყავდე, სუნთქვას მითვლიდე და ღამის ეტლზე მიჯაჭვული, ვგავარ ინვალიდს...
5
3. მე კი მგონია, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა და ძალიან მაგარი ლექსია! გილოცავ, ანი!!! მე კი მგონია, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა და ძალიან მაგარი ლექსია! გილოცავ, ანი!!!
2. კარგია, მომეწონა ++ კარგია, მომეწონა ++
1. ულამაზესი ნაწერია...
ძალიან,ძალიან მომეწონებოდა ბოლო კუპლეტი რომ არ აფუჭებდეს.საერთოდ არ უნდა ვფიქრობ.
მაგარია 5! ულამაზესი ნაწერია...
ძალიან,ძალიან მომეწონებოდა ბოლო კუპლეტი რომ არ აფუჭებდეს.საერთოდ არ უნდა ვფიქრობ.
მაგარია 5!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|