ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
26 აპრილი, 2012


გასხივოსნება ( ეძღვნება ჩემს სულიერ ძმებს,ტიბეტელ ბერებს)

                                                                                  ...არავინ იცის, როდის მივიღებთ
                                                                                  გასხივოსნებას,ზოგი სიკვდილის წინ
                                                                                  ზოგი ხანგრძლივი შრომის შემდეგ,
                                                                                  ზოგს კი უბრალოდ ბედი გაუღიმებს
                                                                                    ხოლმე!...
                                                                                                ს.ნეველი.


....ხუთიოდე წელი ჩემი ტანჯული ქვეყნიდან შორს ვიყავი გადახვეწილი,არაფერი გამეგონა სამშობლოზე, სულ არაფერი, არც კარგი, არც ცუდი.
    ტიბეტის ერთ მივარდნილ მონასტერში გავექეცი ყოველდღიურობას,ვისწავლე ცოტა მედიტირება, უფრო მეტი სხეულიდან გასვლა და რაც მთავარია ჩაღრმავება!...ხანდახან ისე ჩავუღრმავდებოდი ,ჩემს კელიაში შემოსული ბერები ვეღარ მხედავდნენ, ამ დროს სულ ეგონათ ხოლმე რომ ვეღარ გავუძელი ამ ასკეტურ ყოფას და გავიქეცი...
    ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიყავი ასე, ჰარმონიაში ბუნებასთან, მშვიდად, სანამ უცებ უბედურება არ დატრიალდა...
    ნოსტალგიის პირველი შემოტევა მაშინ ვიგრძენი როცა მინდორში ვიჯექი ჩემს სულიერ ძმებთან ერთად,მანტრას ვმარცვლავდით და მთებს ვუყურებდით,გონება ცივი იყო, ფიქრი ჯიუტი ვირივით გაშეშებული,ამ დროს არ ვიცი რა მეტაკა,ცრემლები წამომივიდა,ჩუმად ჩავილაპარაკე.....---მთები, თოვლიანი მთები..........
      ბერებმა მანტრის მარცვლა შეწყვიტეს და დამაშტერდნენ,ერთმა მათგანმა თითიც მიიკაკუნა საფეთქელზე და კრიალა ცას ახედა,მერე ადგნენ და წავიდნენ,მე კი არ გავნძრეულვარ,ასე ვიჯექი დაღამებამდე......როცა ბერები მესამედაც მოვიდნენ, ძირს ვეგდე და ვბოდავდი თურმე.
      ხელში ამოყვანეს და წამიღეს,რადგან ამ მომენტისთვის თითქმის მკვდარი ვყოფილვარ.



                                            **                          **                          **




  რა აღარ სცადეს ბერებმა,ჩემი მდგომარეობა სულ უარესდებოდა და უარესდებოდა,სამშობლო საშინელი ძალით მექაჩებოდა თავისკენ!...პაწაწკინტელა ფანჯრიდან ისევ მთებს შევცქეროდი და ცრემლი ჩამომდიოდა!..მერე მისავათებული ვიძინებდი და მესიზმრებოდა მეტრო,შაურმის ფარდული......ყვითელ ავტობუსებში დავქროდი და კონტროლიორებს ვუღიმოდი,ბოლოს რამდენიმეჯერ ვიღებდი ბილეთს და გული სიამაყით მევსებოდა რომ ეს ფული ჩემი სამშობლოს ბიუჯეტში მიდიოდა პირდაპირ!...
  ბერები დაღონდნენ, მიხვდნენ ეტყობა რომ არაფერი მეშველება,ცრემლები მოვიწმინდეთ, მდუმარედ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე....
    მონატრებული სამშობლოს ხილვით აგზნებული მთებიდან ძირს ვეშვებოდი...სწრაფად მივაბიჯებდი ორი დღე, დაღლა არც მიგვრძნია, პატარა პროვინციაში ჩავედი, რომლის დასახელებისაგან თავს შევიკავებ და რატომ, ამას მიხვდებით და მომიტევებთ!...ეს არ იყო შემთხვევითობა,როგორც ბერებმა მასწავლეს, შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი კანონზომიერია.
    ...ბაზარში ბანანებს ვყიდულობდი, როცა უცებ თვალი მოვკარი მათხოვარს, ის კედელზე მიყრდნობილი იჯდა,თავი ჩაექინდრა,წინ ქუდი ედო და თვლემდა, თუ თავს იმძინარებდა.
        კარგად დავაკვირდი, მძიმედ სუნთქავდა სიცხისაგან,თითქოს რაღაც ნაცნობი შევნიშნე,ჯერ ერთი ის ჩინელი არ იყო და თანაც....
        ბანანების შეკვრა გულზე მივიკარი, ჩანთა მხარზე შევისწორე, გადავჭერი მზით განათებული ბაზრის მოედანი , მივუახლოვდი და მუხლები მომეკვეთა!...
........ჩემს წინ, ბაზრის ჭუჭყიან მოედანზე, მტვერში, ჩემი პრეზიდენტი იჯდა.....მისი შელახული ტანსაცმელი  ათასგვარი უწმინდურებით იყო გაჟღენთილი და ყარდა!..
      ---ღმერთო ჩემო!..--- გავიფიქრე...  ---ნუთუ ასეთი მსგავსება???...  განა ასეთი რამეები ხდება სამყაროში?... და ამ დროს ბერების დუდუნი ჩამესმა...---ხდებააააა...ხდებააააააააა......როგორ არაა......ყველაფერი ხდებააააააააააააა.......
        გადავწყვიტე გამერკვია, თვალი ხომ არ მატყუებდა,დავიხარე, მხარზე შევეხე და შევანჯღრიე, ამომხედა...
...ბრააააააახ!...ბანანები და ჩანთა გამივარდა ძალადაკარგული ხელიდან!...
          ამომხედა....ღმერთო!...არაააა!.......კიდევ გავიმეორებ...  ა მ ო მ ხ ე დ ა.
  " მან ამომხედა"....არა!..ასე არა!....აბა როგორ ? ...როგორ ?..სიტყვები უძლურია ამის აღსაწერად!..ამ საზარელი სცენისა!...რატომ მიწა არ გამისკდება, ხო, ეს წყეული მიწა, ამ წყეულ ქვეყანაში და არ ჩამიტანს, მე, ამის შემხედვარეს?...ეს რა ვნახე!....
...გული შემეკუმშა...ვიგრძენი ,თხილისოდენა რომ გახდა,მერე თავი ხელში ავიყვანე, როგორც ბრძენი ბერები მასწავლიდნენ და ჩუმად, შეპარვით ვკითხე, მშობლიურ ენაზე.....
.....პრეზიდენტი ხარ,ბიჭოოო?.....აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო შენა, ჰაააა?.....
შეხტა, ქუდს ხელი დასტაცა და გაქცევას ლამობდა...
---დაჯექი!...ვუთხარი, ---ნუ გეშინია!....შენიანი ვარ!...
      დაჯდა, მაგრამ მთლად კანკალებდა და აქეთ-იქით იყურებოდა.
---ღვთის გულისათვის!...საფრთხეში მაგდებთ!...არავინ უნდა გაიგოს რომ აქ ვარ თორემ სახრჩობელა არ ამცდება!...---უცებ ისეთი საწყალობელი ტირილი ამოუშვა,რომ გამვლელებმა ყურება დაგვიწყეს....


                          (  გაგრძელება იქნება!)             






25.04.2012 23:34:37.  სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები