ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2012


100 სიტყვა

    არსად არ გამიგზავნია, უპრეტენზიო 100 სიტყვაა :)


პატარაობიდან ყველაფერში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს: სირბილში, ჭიდაობაში, ჭადრაკში... ხან შენ მიგებდი, ხან მე, მაგრამ დათრგუნული არც ერთი ვყოფილვართ... თავს ვიმართლებდით- მე გოგო ვიყავი, შენ ბიჭი, მაგრამ ორი წლით უმცროსი...
    გახსოვს, შარშან ბავშვობა გავიხსენეთ, ზედიზედ რამდენჯერმე გაჯობე და თექვსმეტი წლისას პატივმოყვარეობამ გძლია-დაითრგუნე... გაბრაზებული დამნაძლევდი ისეთი მშვილდი გამოგვეთალა, რაც შეიძლება შორს გაესროლა ისარი! არც მიწვალია, მინდოდა ისევ მენახე გამარჯვებული! მომიგე, გახსოვს შე ამაყო?!  გიხაროდა დამარცხება რომ ვაღიარე....
    გუშინ მომიყვა პაპა, როგორ გამოუთლია თხილისგან ის მშვილდი შენთვის...
ახლა ის მიხარია შენი სიხარულის გაზიარება რომ შევძელი მაშინ!- დამტყობია სრულწლოვანება...
    ...და მაინც, რა ქალის საქმე იყო მშვილდი?!
        ისევ თავი გავიმართლე...
              გავიზარდე?... - მეტი არაა ჩემი მტერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები