ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2012


განცდილი სიცოცხლე (ასი სიტყვა)

                                                                                                                მე მოვიწყინე და დრო მოვკალი-
                                                                                                                    მარადისობამ გამასამართლა.
       
        კარი ჭრიალით გაიღო და ოთახში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა.მთის სუფთა,სასიამოვნო ჰაერი მთელი ძალით შემოიჭრა და ოთახის ყველა ღრიჭო და ნაპრალი შეავსო.
        -შეშა მოვიტანე,-თქვა მან და იქვე კუთხეში ხის დაბალ ტახტზე მწოლიარე ავადმყოფს გადახედა.შემდეგ სამფეხა სკამზე მოწყვეტით დაეშვა და ღუმელში ხმელი ხის რამდენიმე ნაჭერი შეაგდო.
        -მე ვფიქრობ,-განაგრძო შეწყვეტილი საუბარი,-სიცოცხლე ჩვენს სხეულში არსებული ენერგიის ესთეტიკური ხარჯვაა.ადამიანები ერთმანეთით ტკბებიან და ამ სიტკბოსკენააა მიმართული კაცობრიობა.სიცოცხლის არსი ყოფიერებაა.ყველაფერი ადამიანის სულითაა გაჟღენთილი და მისი არსება ყველაზე უფრო აღმატ...
        -სიცოცხლის არსი სიკვდილზე ფიქრია,-შეაწყვეტინა სიტყვა ავადმყოფმა,მძიმედ ამოისუნთქა და კედლისკენ იბრუნა პირი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები