ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2012


ასე ხანდახან...

                            ,,მე კი ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ,
                            როგორი კარგი ხარ შენ.. ''
                                                          შ.ნიშნიანიძე

მე არ მქონია ბავშვობა,
არასდროს მითამაშია თოჯინებით,
არც სხვისთვის ვყოფილვარ თოჯინა.
არც ცხოვრებაში მიჯამბაზია
საკუთარი ან სვისი გრძნობებით.
მე  ახლა ვსწავლობ ამ ყველაფერს...
ვირგებ ნიღბებს –
ვეთამაშები საკუთარ თავს დამალობანას
და ვხუჭავ თვალებს...
და ვკვდები...
(შენ ხომ
დამმარხე ცოცხლად)
ვით  ანტიგონე.

მერე გამიძარცვეს სული,
როგორც სხეულზე სამოსი;
მერე მიეცი უფლება ,
მეძავივით დაეჯიჯგანთ ჩემი გრძნობები...
მე კი გულწრფელად მიყვარდი,
სიგიჟემდე...
რა ბანალურია ეს ერთი უსუსური სიტყვა
იმ ძლიერი გრძნობისთვის რასაც განვიცდიდი
შენი შეხებით,
შენი სუნთქვით,
შენი ღიმილით
და რაც წახვედი,
არც გიგრძვნია
არც ერთი წამით,
როგორ მებრძოდა ეშმაკი,
როგორ ვებრძოდი სიკვდილს
საკუთარ თავში,
როგორ გაიცვითა  სიარულით
ყველა ის გზა,
სადაც  გვივლია.
როგორ მიჭირდა შენთან ახლოს ყოფნა...
უშენოდ...
რა შენი ბრალია.?!
აღარ გიყვარდი...
არც გსაყვედურობ,
უბრალოდ ვტირი
ასე ხანდახან...
შენ ხომ მაჩუქე ბედნიერების
უკვდავი წუთები
და ვხუჭავ თვალებს, რომ...
აღარ ვიყო ...
და ვიბადები თავიდან..
ავად ვარ,
ლაქად დამეტყო ტკივილები
სხეულზე თითქოს
და ის მტკივნეული რიცხვი - 7
მეც იქ ვიყავი...
ჩემი სურნელი დაგიტოვე,
როგორც ჰიპნოზი...
დეჟა ვუ–ს განცდა -
გამიხსენებ ათასში ერთხელ,
ვერ დაივიწყებ იმ თვალებს,
ვერც იმას როგორ მიყვარდი...



დღეს კი,
ჰო, დღეს კი
,,მწერალი" ქალის
გამჭვირვალე სიყვარული ხარ...
მაგრამ ხანდახან,
როცა სევდა შემომაწვება,
ვყვირი შენს სახელს...
(ბ)ექო-დ მომყვება
შენი ხმა...
მომეკრო ტუჩზე შენი სახელი
და დამამუნჯა...
მერე ქვიშაზე დავწერე
და ზღვამ წაშალა...
და ასე:
შლიდა
და
შლიდა ..
და ვერ ვხვდებოდი,
წლები რა არის...
ავად ვარ შენით...
ვერ მოვიცილე გონებიდან შენი სახელი,
ვერ მოვერიე..
–განმკურნეთ ვინმემ!
ასე ხანდახან,
ნაწილ- ნაწილ
მიტკიებ სხეულს...
სადღაა სული?!

         



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები