ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2012


ჩემი მიტოვება არ გაბედო!

ჩემი მიტოვება არ გაბედო!
სხვა რაც მოგაფიქრდეს, ჩაიდინე!
როცა გაღიმება გადამდები
რამე გახდება და ჩაიდნამდე

მისვლა დილიდანვე სასურველი
ჩაი- უშედეგო რიტუალი.
ჩვენი ყავისფერი ზაზუნები,
ჩვენი სიყვარული ვირტუალურ

სივრცეს გაცდენილი ამბოხივით
ყველა მოქმედება-აფიორა.
ჩემი ცხოვრებიდან გამოხვიდე
ვიღაც კრეტინი და მაფიოზი.

ჩემი მიტოვება არ გაბედო!
სახლში კარანტინი,უფანჯრობა!
თავი,მუხლებზე რომ დაგადე და
ცოტა ყველაფერზე გეჭორავე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს