ნაწარმოებები



ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2012


  ჩამოტვირთვა

ფრრრრრრრრრრრრრრრრრ \ნარინჯისფერივით\

ვაფრენთ ...
არა იმიტომ, რომ ლექსებს ვწერთ,
არა იმიტომ, ცათამბჯენის სახურავებზე,
ისე ვსხდებით, რომ გადმოსავარდნად,
სუსტი ნიავიც, საკმარისი იქნება ალბათ,
და არც იმიტომ, რომ გაშლილი თმით დადიხარ,
და არც იმიტომ, რომ ვოცნებობთ ტრაგიკულ სიკვდილს...

მე - კავალერი, მეცხრამეტე საუკუნიდან,
შენ - მადმუაზელ ნანასტასია,
ჩემი ოცნება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე
იქნები რადგან, ასახდენად ვერ გაგიმეტებ.

ვაფრენთ, ჰო ვაფრენთ,
ჩვენ ერთმანეთით ვაფრენთ...
ფრრრრრრრრრრრრრრრრრრ ........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები