ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2012


სამეგრელო

სამეგრელო რაინდების
გაფრენილი ფაფარია,
ცოტნეების, დავითების
ოცნება და ზღაპარია.
ცერზე დგება წალენჯიხა -
თვით გრანელის სამოსახლო,
მიორს, გიჩქუ: სქანი დიხა,
კვირკველიას დიდო სახლო.
თვალისმომჭრელ სილამაზეს
მნახველები არ აკლია,
კიდევ უფრო ილამაზებს
მის ცხოვრებას ანაკლია.
სამეგრელო რაინდების
გაფრენილი ფაფარია,
ცოტნეების... დავითების
ლეგენდა და ზღაპარია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები