ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2012


დედი :* ნანა-ს!

უხასიათო საღამოა დედი. დღევანდელ
ჩვენს საუბარზე ყურადღება გავამახვილოთ.
მოთოვა დედი,ახლაც თოვს და ისე მღელვარედ...
რაღაცნაირად ზამთარი რომ გავანახევროთ...

ოთხი წელია უშენობის დედი, თუ გახსოვს.
გამოილია ოთახებში შენი სურნელი.
როცა ცხოვრება ამგვარია...როცა უსახსრო,
როცა უსახსრო,უბრძოლველნი ვხდებით სრულებით...

დედი თუ მოხვალ,ისე მოდი,არ გამაფრთხილო
უცრემლოდ დედი,ცრემლი ახლა ბანალურია...
თვალდახუჭული,თვალები რომ არ გავახილო
შენ მოლოდინში,ლუდის ქილით-ბავარიული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები