ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
4 მაისი, 2012


ამის დედაც ჯეკ!(დასასრული.მინიმა,ფანტაზია)

მარტო ვიჯექი ზღვისპირას,ყელში ამოსული თებერვლის და ყურშიგაჩრილი სიგარეტის ამარა...
გული მწიწკნიდა ფეხზედაკიდული!
-იყო რაღაც იმ ქალში...
ველოსიპედს მოაგელვებდა მზემოკიდებული დაგვაჯული ფეხებით,რომლებზეც გახუნებული კაბა ეკიდა,საცვალი უჩანდა ზოგჯერ,ეგეც ეკიდა,იქიდან შავად აბრდღვიალებული დალალ-ბულულებიც და-მეც...
უხმო იყო,უენო.
არც მიყვარდა.
არც მძულდა.
დაბერდი ჯეკ!
დაქვრივდი ჯეკ!
ლექსების ნაცვლად მის სახელს ვწერ თებერვლის ნესტიან სილაზე,წერ და იშლება,იშლება და წერ!
იშლები!
დარაბებჩარაზულ სახლში შევდივარ,მისი ლაბადა კიდია საკიდზე.ვჩერდები და პირველად ვფიქრობ ღმერთზე...
-იყო რაღაც იმ ქალში...
პირველად მენატრება...
არაფრისმთქმელი მზერა მახსენდება და ბებერ სხეულზე მბურძგლავს.ფოტოს გავხედე და პირველად გავუღიმე...
მის კარადას მივუახლოვდი.მისი ნივთები...
თმის ჯაგრისი,ასანთისღერჩარჭობილი ტუჩსაცხი,დაჟანგული მაკრატელი,სუნამოს ცარიელი ფლაკონი,წამლის აბები,საქორწინო ბეჭედი და კროსვორდი...გაზეთი ავიღე,აქ ბოლო გვერდზე ჩემი ლექსები იბეჭდებოდა და ერთი ბოთლი ღვინის ფასი ღირდა...
ლექსს დავხედე...
შავი ფანქრით მინაწერი ძალიან ხმამაღლა წავიკითხე:
-შემიყვარე ჯეკ!!!
კაი დროსია...წინა ცხოვრებაში კაცი ვიყავი,მაღალი ჭაღარა,უსიყვარულოდ დავბერდი...
ამ ცხოვრებაში ქალი ვარ...
მაღალი,ჭაღარა...
მენატრები ჯეკ!-წამიყვანე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები