ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2008


* * *

* * *

სულეთის კართან მელოდე , დედა,
საცაა გაწყდეს თოკი ლოდინის,
ეს რა გულსევდა დღე დამებედა,
დამძიმებულა დარდიც ლოდივით.

წუხელ  შენს საფლავს შევახე ხელი,
შენს ხამ კაბაზე  თბილს და სევდიანს,
ცრემლივით წვეთდა ნისლები  სველი,
ცრემლიც უბედო  თურმე ბედია.

შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა,
კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური,
საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა,
მე ვარო შენი ბოლო სადგური.

გადაუარეს წვიმებმა ბალახს,
სექტემბრის უხმო დილაა თბილი,
და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს,
მორწმუნესავით ვეხები შვილი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები