ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2012


  ჩამოტვირთვა

ოქროსფერი გუმბათები \ნარინჯისფერივით\

ჩემი ფანჯრიდან ოქროსფერი გუმბათები ჩანს,
ანარეკლია შენი თვალების,
აქ არ წვიმს, არ წვიმს,
ჩემი ფანჯრიდან  გაშლილი სივრცე მარადმწვანეა
ნაძვებივით და მომაგონდები ...

დედა ვატირე ყველა კანონის,
პრინციპების და ათასი რამის,
როცა ლექსებს ვწერთ პოეტებივით,
მე ციხის შიგნით, შენ გარეთ სუნთქავ,
ჰაერს რომელიც ჩვენი შვილისთვის,
ვერახდენილი თავისუფლება უფროა ალბათ,
თავისუფლება შენი მუცლიდან...

ღამეა ისევ,
ჩემი ფანჯრიდან ოქროსფერი გუმბათები ჩანს,
წევხარ,ჩემ წილ სიზმრებსაც ხედავ,
მე ვიცი, ვიცი,
შენ პოეტური მიგნებების გარეშე ცხოვრობ,
რადგან ცხოვრება თავისთავად პოეზიაა,
შენი ცხოვრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები