ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
11 მაისი, 2012


აბსოლუტური ძრავი

                                                                                                ( ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად, რაც ფილოსოფოსთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ...) უ.შექსპირი.






        ....ორი წლის წინ, გაზაფხულზე, ფსიქიატრიულ კლინიკაში მომიწია ყოფნა...
ოჰ,  არა,არა!...ნუ გიხარიათ, ნუ იღიმებით, და ნუ ამბობთ გულში  "  ვიცოდი,ვიცოდი,იეს!...."არა,ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ,არ გავგიჟებულვარ.... მე მხოლოდ ერთი ჩემი სამეცნიერო ნაშრომის ფარგლებში დამრთეს ნება  იქ ყოფნისა...მთელი სამი თვე...
  ვაკვირდებოდი  ეგრეთ წოდებულ  " ჭკვიან გიჟებს" ნაშრომი კი არა და არ გამომდიოდა...რაღაც მაკლდა ....ალბათ ის რომ აქ სულ  ტუტუცი გიჟები იყვნენ...
  დიახ, ტუტუცები! ერთი მათგანი დილიდან იწყებდა ღრიალს, თითქოს  ცხელი  რკინა გაუყარესო ...იღვიძებდა და ეგრევე იწყებდა, საშინელი ხმით:
---ფისუნიებიიიი!!!...ფისუნიები მომდევენ!...მიშველეთ მართლმადიდებელნო!.. ყვითელი ფისუნიებიიიიი!!!!!
პირველად ძალიან შევშინდი, ვერ მივხვდი რა ფისუნიებზე იყო საუბარი ანდა რატომ მისდევდნენ ?..., მერე კი ტუალეტში რომ შევარდა  და იქიდან დაწყნარებული გამოვიდა  აღარ ვაქცევდი ყურადღებას...თუმცა არც იყო მეტი მასში რაიმე საინტერესო!...ფისების  (  ფისუნიების) მერე ის წყნარდებოდა და მთელი დღე  უაზროდ იყურებოდა ფანჯარაში....სანამ ახალი ფისუნიები არ გამოეკიდებოდნენ(  ოჰ, მაპატიეთ!...ანუ სანამ ისევ ფისი არ მოუნდებოდა)
    იყო კიდევ ერთი, ავადმყოფურად გამხდარი კაცი, ის სულ რაღაცეებს უცნაურობებს ხედავდა და ეგ კიდევ არაფერი, სხვებსაც აიძულებდა ხოლმე " დაენახათ"
---ნიფხავჩახდილი საათები და ბავშვები...ნახე!..როგორ მუშაობენ.....ნახე მეთქი!...ხედავ?....არაა?...კარგად დააკვირდი!..ხომ გეუბნებოდი?..----მერე პირჯვარს გადაიწერდა და ჩუმდებოდა.
ერთი მათგანი კი განსაკუთრებით კარგად გვართობდა, რატომღაც ტერორისტად წარმოედგინა თავი,რაღაც მომენტებში კი სპეცრაზმელად.......სულ მზადყოფნაში იყო,გამუდმებით ებრძოდა ვიღაცას თუ რაღაცას.
----ბიჭებო დამეხმარეთ!...სპეცრაზმი შემოვიდაააააა...შტურმით აიღო პირველი სართული......ტყვიები მითავდება...არ ვნებდები...აჰა!...მიიღეთ!...
მერე  ბახ-ბუხ-ფუუუუ....იტყოდა და იატაკზე გაიშხლართებოდა...აშკარა იყო, თავი აიფეთქა ახლახანს და არ ვეხებოდით...მერე ცოტა მიჩუმდებოდა ,გაიზმორებოდა და ისევ დაიწყებდა
17!..17! ცენტრი!...მიპასუხეთ. დიახ, სავარაუდოდ ყველა მკვდარია, შევედით...სათითაოდ!...წავიდაააააააა!...
მერე ადგებოდა, დააბოტებდა და თვალმოჭუტული გვაკვირდებოდა.
--მძევლები გათავისუფლებულია....ტელევიზია არ შემოუშვათ!...გადაკეტეთ ყველა გასასვლელი!...ერთი ტერორისტი გადარჩა, დაჭრილია, არ ესროლოთ!..ცოცხლად ავიყვანოთ!  ცოცხლად!....გაზი გაუშვით!...
  ამ სიტყვების მერე ყველა გარბოდა...რადგან ეს ერთადერთი იყო, რისიც გვეშინოდა.....ისეთ მყრალ გაზებს უშვებდა, 4 ექთანი წავიდა სამსახურიდან, ვერ გაუძლო...მერე ძლიერი სავენტილაციო სისტემა დაამონტაჟეს....ამან  გაამართლა და დავისვენეთ...
ვიყავით ასე მხიარულად, მაგრამ დრო არ ითმენდა და ნაშრომი  ვერ დავწერე...იმედი აღარ მქონდა უკვე და ამ დროს კი მოულოდნელად  გამიმართლა!...შემატყობინეს რომ მოიყვანეს  ვიღაც პროფესორი, არამიწიერი ცივილიზაციების მკვლევარი,ჯერ ჩუმად იყო, დევნილი მხეცივით გვიყურებდა,როგორღაც გავიამხანაგე, ბოლოს მიგვეჩვია, დაწყნარდა და  ნელ-ნელა რაღაცეების  მოყოლაც დაიწყო...ერთ საღამოს კი შევაგულიანე.
    .....მოყვა თუ როგორ მოიტაცეს, თვალი რომ გაახილა მათ ხომალდში იყო უკვე და მასზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ...როგორ აჩვენეს რაღაც ძრავი, მერე....
    ამ დროს ოთახში ერთი მეტად ხუმარა,ექსცენტრიული ექთანი  შემოვიდა და პირდაპირ პროფესორს ეტაკა.
--ოოოო ბატონო პროფესორო...რა გინდათ აქ?..თქვენ განა ტელევიზორში არ იყავით ერთი კვირის წინ?..
პროფესორი შეხტა და გაჩუმდა..დაბნეულმა მიმოიხედა.
----პროფესორო, და მართალია რომ  თქვენ უცხოპლანეტელებმა გაგაუპატიურეს?...
თავშეუკავებელმა სიცილმა შესძრა ოთახი, მინებიც კი აწკარუნდა, პროფესორს სახე მოეღრიცა და მის თვალებში ცეცხლმა იფეთქა.
--და მართალია რომ თქვენზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ?...რომ ზონდირება გაგიკეთეს?...იქნებ ეს ზონდი არ იყო?..---განაგრძობდა ექთანი და თან გვანიშნებდა,აი რამდენი ვიციო მასზე!...
  მინის კარის იქით ექიმები სიცილით იგუდებოდნენ,დაცვამ ხმაურზე მოირბინა, ჯერ თავს იკავებდა, მერე ისიც ახარხარდა.
დიახ...დიახ...სტიმულატორი და რაღაც ხელსაწყო იყო...ვგონებ...უპასუხა პროფესორმა აკანკალებული მაგრამ მაინც მტკიცე ხმით.
---დიახაც!.. მათ თქვენ მილი გაგირჭეს უკანალში!..მილი!...ხომ მართა;ლია?..ხა-ხა-ხა!...
---თვლით თუ არა რომ  რომ ეს ძალადობა იყო? და მას მერე ტკივილები ხომ არ გაწუხებთ?..
..ხელი დავუქნიე ექთანს,ნუ მიშლი მეთქი და გვიანი იყო უკვე...თან მართალია და მეც გვარიანად გამეცინა.
პროფესორი გაბრაზდა ,საპასუხო სიტყვებს დაუწყო ძებნა ,მაგრამ ვერ იპოვა, აკანკალდა და სწრაფად დატოვა გასართობი ოთახი...ჩვენ კი ვიჯექით და დიდხანს ვხარხარებდით...







    იმ  ღამეს ჩუმად ავდექი ,გავამზადე დიქტოფონი, ჩავრთე, გადავმალე ჯიბეში და მასთან შევედი,იწვა და მძიმედ სუნთქავდა, თავს იმძინარებდა, რომ მივუახლოვდი ცოტა შეირხა.
ბატონო  პროფესორო!...მოვქაჩე საბანზე.
ვინ არის?...შეხტა და გადმობრუნდა.
ბატონო პროფესორო!...მე ვიფიქრე ბევრი და ..... მჯერა თქვენი,მომიყევით ყველაფერი...
  შევეცადე საუბარში აყოლიება, მინდოდა რაც შეიძლება მეტი ელაპარაკა, მაგრამ ჯერ ვერ ვაანალიზებდი, რა ტიპის ადამიანი  იყო, რადგან ზოგს უნდა დაეთანხმო რომ ლაქლაქი გააგრძელოს...ზოგი კი პირიქით, რომ შეეწინააღმდეგები და შეეკამათები, მაშინ" ირთვება"
ის დამაკვირდა,ამ დროს მის თვალებს სრულიად ჯანმრთელი გამომეტყველება ქონდა...შევცბი....
...და ის დიდხანს მიყვებოდა, მიყვებოდა თუ როგორაა მოწყობილი სამყარო სინამდვილეში და არა ისე,როგორც ჩვენ ვხედავთ,  თუ როგორ ეცინებათ  იმ არამიწიერ  არსებებს  ჩვენზე.....რომ ჩვენი ტაძრები, ეს მათი კოსმოსური ხომალდების უტრირებული მოდელია, თაყვანისცემის საგნად ქცეული! ხოლო ხატები, ეს მონიტორებია!...აქედან ერთ დროს თავად უფალი იყურებოდა...ხოლო ლოცვა....ეს....ეს...
....და რაკეტა?....რა არის რაკეტა?...სისულელე!...სათამაშო!....ეს არაა კოსმოსური ხომალდი!..ხომალდი სულ სხვა რამეა, მას აბსოლუტური ძრავი მართავს!...ხელების ქნევით ყვებოდა ის.
ზერელედ  ვუსმენდი, ვიცოდი, იწერებოდა დიქტოფონზე და მეკიდა...მაგრამ ამ სიტყვამ დამაინტერესა.
ჩანაწერი კარგი რომ გამოსულიყო,სპეციალურად ხმამაღლა შევიცხადე.
---აბსოლუტური ძრავი?...რას ამბობთ!...ეს რაა?...აბსოლუტური...რააა?...
მან უხეშად შემაწყვეტინა, თვალები გადმოკარკლა.
----ჩუმად!...რა გაყვირებთ!...უგუნურო არსებავ!....ბოროტი ადამიანებითაა სავსე სამყარო!..არავინ უნდა გაიგოს ის ტექნოლოგიები და ფარული ცოდნა,ახლა რომ გადმოგეცით.. ისინი ყველაფერს გასანადგურებლად  დასანგრევად, დასაპყრობად იყენებენ...არავისთან წამოგცდეთ!.მაგრამ მისმენთ კიი?.....მისმინეთ...მე მალე მოვკვდები და...
---პროფესორო!...რას ამბობთ!...
----მოვკვდები,დიახ, სულ  მალე...
----ბატონო პროფესორო....
---მისმინეთ მეთქი!...დრო ცოტა გვაქვს,მისმინეთ და კარგად დაიმახსოვრეთ!..
  თითქმის ორი საათი შეუჩერებლად ლაქლაქებდა....ხანდახან თუ მკითხავდა,  მისმენო?...
ჰო, მეთქი ,ვპასუხობდი  და თან გულში მეცინებოდა....რომ  როგორც იქნა მშვენიერი მასალა მოვიპოვე!






      დილას ის მკვდარი ვიპოვეთ,მოკრუნჩხული, თუ რისგან მოკვდა, გაკვეთამ არ აჩვენა,ვერავინ გაიგო რა მოხდა, მაგრამ ყველაზე საკვირველი კი ის იყო რომ დიქტოფონში ჩანაწერი არ აღმოჩნდა!...არც ერთი სიტყვა!!!!!!....
თუმცა რაღაც  უცნაური ძლიერი გუგუნი  კი ისმოდა....გამიკვირდა, რამდენიმეჯერ მოვუსმინე  და  ცუდად ვიგრძენი თავი, გულისრევა დამეწყო......მერე  გამწარებულმა წავშალე.
მხოლოდ დიდი ხნის მერე მივხვდი რომ ეს გუგუნი სწორადაც იმ აბსოლუტური ძრავის ხმა იყო, რაზედაც უბედური, შეშლილი პროფესორი მიყვებოდა!...
გეღიმებათ?...ხომ გითხარით,არ დაიჯერებთ მეთქი...






P.S  ..ამ  სიტყვებს სხვა, მეორე ფსიქიატრიულ კლინიკაში ვწერ...ეს კლინიკა გაცილებით დიდია!..მე ვიტყოდი, უზარმაზარი!... ყველას ვიცნობ, ვიცი ყველა ქუჩა, მაღაზია....მეტროს სადგური... აქ თავს კარგად ვგრძნობ ოღონდ ეგაა, ღამ-ღამობით იმ აბსოლუტური ძრავის გუგუნი ჩამესმის და ცუდად მძინავს....აბა მოუსმინეთ...გესმით?...ჰო, ისაა, ის...
რა საშინელია  რამეა რეალობა.


სერგეი ნეველი      11.05.2012 18:12:10

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები