ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2012


მზეწვიმა(ხმა იმედისა უხმო მწუხარებას)

ის მაღალია!
დაბლა კი, დაბლა,
მზეს ვეცილებით მიწის შვილები
და სიბნელეში იშლება ტაბლა
და მიწაშივე იღვრება თაფლი;
მაგრამ იხილავს ყვავილს ფუტკარი,
და სიცივეში შეეშველება,
ჩვენ კი ვიშვილოთ საშველი, კარგი?...
-ხმელი ხმალივით ქარი ქარქაშში,
ჩვენი სურვილით რა ჩაიკარგა,
სურვილმა სული ააკაშკაშა,
ანუ გრიგალთაც ურიგოდ ვკოცნეთ
და მეწყერივით დაიწყო თოვა.
მო, ფანტელებიც გულში ჩავკეცოთ,
მო, გულებივით თოვაც მარტოა, -
მწუხარე ფიქრებს დაადნა წუხელ,
თუნდ მოლოდინიც სუსხით მოფიფქა.
მენდე, იმედი შეხსნის მარწუხებს
იმედს და ასე გასვლა ყოფისგან,
ცხოვრებაშივე სინაზეს იძენს.
ო, რა ვრცელია ნელი ლივლივი,
რომ მოკლულია თვითონ სამიზნე,
დახრილ კიბეს კი მალე ავივლით,
სადაც ჩვენ ორით დუღან ქვაბები,
კაცით და ქალით, ქუდით, მანდილით.
მე მელის სხივი იმ დილანდელი
და მწუხარე მე-ს იქ გეგებები.
იქვე ქვავდება ღამე უმალი, -
ყოფიერებას რომ ეფერები;
კაცი ხარ, სუნთქავ კაცობრიობით
და ბავშვობამდე ხარ მამულელი.
თვალები, ხოლმე, მოლებს მოლევენ,
ხოლო ბავშვობას ბაღში გაგატან
და წვიმა მოვა – თოვლზე ქათქათა
და შეერთდება ორი მორევი...
წვიმს! უმწეო და ფარფალა ცრემლი,
ცას მოსწოლია და დადენია.
მწამს, ერთი ცალი ზღვას დაეცემა, -
ზღვა ადამიანს! ზღვა ადამიანს!

                                                      ავტორი: მუხრან აბაშიძე

         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები