ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2008


* * *

ვხედავ ენძელების სიცილს,
დილას – ალუბლისფერ ფარჩას,
ნამზე ბროლცისკრების ციმციმს,
მეოთხე სტრიქონი კი არ ჩანს.
სიცოცხლე სევდააო და ის
თოვაში ნამღერი სოლო,
ამ ლექსს ვერ გავუგე მაინც,
დავკარგე სტრიქონი ბოლო,
მივალ, ყინულდღეებს ვალღობ,
ქარში სველ წერილებს ვგზავნი,
მუზავ, შე ოხერო ბალღო,
ხომ არ მიმატოვე მგზავრი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები