ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2012


უჩვენობის გაზაფხულები (ლექსების გამოფენა 2012)

ამ გაზაფხულზეც, ტკივილები აყვავდებიან
იმ ძველ ხეებად, დაკარგულებს, ჩვენ რომ გვიცნობდნენ,
ეს თითისტოლა გოგონები დაქალდებიან,
მიაცილებენ მეზღვაურებს სანაპირომდე...

ხიდჩატეხილებს, სათითაოდ დაგვყინავს ქარი,
მზრუნველი ხელი მოგვიშალეს, რადგან, მეზობლის
დახლთან მთვლემარე, იღიმება ლტოლვილი ქალი,
სიზმარში ხედავს გაღმა ნაპირს, თავის ეზო-ბაღს...

ამ ხიდსგადაღმა მდუმარებას რაღაც აკლია -
ჩვენი ღიმილი, ჩვენი ცრემლი, ჩვენი ხმაური...
ფასადურ ბრაზით ჩამოივლის აფხაზი კაცი -
იმ ქალის შუკას, ძველებურად, გულს ვერ აუვლის...

ამ ხიდს გადაღმა, უჩვენობა როცა მატულობს,
ჯიუტდებიან ბავშვებივით, თავს არ უმხელენ.
წუხელ, ვიღაცას, აუტკივდა ძუძუ ქართულად
და აფხაზურად მიაწყევლა სიკვდილს წუხელვე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები