ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2012


ანამნეზი (ლექსების გამოფენა2012)

მე ავადა ვარ და სიზმარში ვარ,
                            ავად ვარ სიზმრით თუ სინამდვილით.
                                            შ. ნიშნიანიძე

 
  გაღვიძებისთანავე ვიგრძენი, რომ ავად ვარ. ამბობენ, წლებია საჭირო განკურნებისთვისო. არ მეშინია!
  სამკურნალო, რომელშიც ვცხოვრობ, ძალიან ლამაზია.
  ყოველდღე ფანჯრიდან ვუყურებ ადამიანებს. მე ისინი ძალიან მიყვარს. ხშირად მესალმებიან მშვიდფერი, თუმცა ნაღვლიანი თვალებით. სანუგეშოდ გაზაფხულზე ტიტებს მიტოვებენ ქვაფენილზე.
                                            1989 წელი.


  ავადმყოფობა გამიმწვავდა. სხეულის ერთ-ერთი ნაწილი ამომაცალეს – აი, აქ მარცხნივ, ცოტა ზევით. ჭრილობა არ შემხორცებია, თუმცა, სისხლი აღარ მდის. ფანჯარასთან იშვიათად მივდივარ. ქალაქი თითქოს გადასხვაფერდა – ხალხიც შეიცვალა, აღარავინ იღიმის. მზერას მარიდებენ.
                                           
                                              1993 წელი.

 
ჯერ ისევ ავად ვარ. დიაგნოზის  დასასმელად უცხოეთიდან მოიწვიეს ექიმები. ვერ მივხვდი, რუკაზე რატომ მონიშნეს ჩემი  დაავადება.
                                           
                                              2... წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები