თეთრად დაათენდა აბესალომს, მთელი ღამე ისმოდა სროლის ხმა. წითლად ისერებოდა ცა გუბისწყლის მხარეს. ინათა თუ არა, ადგა. შინ გამომცხვარი პური, ყველის მოზრდილი ნაჭერი, კიტრი, მარილი და ბოთლით წყალი ჩაალაგა აბგაში, წინადღით ალესილი ნამგლებიც ურემზე დააწყო. ფრთხილად გააღო ჭიშკარი, შინაურებს რომ არ გაეგოთ. --სად მიდიხარ, კაცო?- ფოლადმა გაკვესა ცოლის ხმაში. არ უპასუხა. ხარს მსუბუქად გადაჰკრა სახრე და საყანეებისკენ დაიძრა. -შენ რო იქინე რამე დეგემართოს, მე ნაზიკო არ ვიყო, თუ შუა ყანაში არ დაგმარხო! - დაექადნა ქალი. საპირისპირო მხრიდან მომავალ ურემს გაუსწორდა. -რავაა საქმე, შალიკო? -ყანებშია უკვე ბრძოლები, მეისპო მოსავალი. -ჩვენები საით არიენ? -ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები... უსიტყვოდ შემოაბრუნა ურემი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
56. სასწაულია,როგორ მომეწონა,მადლობა თქვენ ამისთვის. სასწაულია,როგორ მომეწონა,მადლობა თქვენ ამისთვის.
55. ჯონათან, შენ ბევრი უნდა წერო <3
5 ჯონათან, შენ ბევრი უნდა წერო <3
5
54. მგრძნობიარე და საზრიანია<3 ნეტა, ასე მოქცეულიყვნენ ჩვენი მტავრობის მესვეურებიც, რამდენი პატარა ბიჭი გადარჩებოდა +5 მგრძნობიარე და საზრიანია<3 ნეტა, ასე მოქცეულიყვნენ ჩვენი მტავრობის მესვეურებიც, რამდენი პატარა ბიჭი გადარჩებოდა +5
53. ჰუმანური და ტოლერანტული.."-ჩვენები" ჰუმანური და ტოლერანტული.."-ჩვენები"
52. სჯობს ხვალისთვისაც დავიტოვო საკითხავი. + 5 აქაც. სჯობს ხვალისთვისაც დავიტოვო საკითხავი. + 5 აქაც.
50. -ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები...
ძალიან მაგარი... -ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები...
ძალიან მაგარი...
49. ამაღამდელი გეგმა მძიმე აღმოჩნდა. არა და დღეს შემაგვიანდა, მეძინებოდა, გამეხარდა ამჯერად პატარა ტექსტი შემხვდა, უცებ თვალს გადავავლებ და გავინაბები მეთქი, მეტი არაა ჩემი მტერი... 5. ამაღამდელი გეგმა მძიმე აღმოჩნდა. არა და დღეს შემაგვიანდა, მეძინებოდა, გამეხარდა ამჯერად პატარა ტექსტი შემხვდა, უცებ თვალს გადავავლებ და გავინაბები მეთქი, მეტი არაა ჩემი მტერი... 5.
48. ეს ასი სიტყვის ამბავი ეტყობა და რა კარგადაა გადმოცემული :) ეს ასი სიტყვის ამბავი ეტყობა და რა კარგადაა გადმოცემული :)
47. საოცრად კარგი და ტევადი. საოცრად კარგი და ტევადი.
46. მინიმალისტურ სიტყვიერ მასალაში ჩატეული ტკივილი. მინიმალური პრეტენზიაც კი არ იგრძნობა ექსტრავაგანტურობაზე. მინიმალისტურ სიტყვიერ მასალაში ჩატეული ტკივილი. მინიმალური პრეტენზიაც კი არ იგრძნობა ექსტრავაგანტურობაზე.
45. ლაკონური და ბევრისმთქმელი... +5 ლაკონური და ბევრისმთქმელი... +5
43. მომეწონა ჯონათან.. :) მომეწონა ჯონათან.. :)
42. არაჩვეულებრივი რამეა, ყოჩაღ. არაჩვეულებრივი რამეა, ყოჩაღ.
41. კიდევ ერთხელ +++++ კიდევ ერთხელ +++++
40. მიყვარ ეს ავტორი )) ძალიან მაგარია +2 მიყვარ ეს ავტორი )) ძალიან მაგარია +2
39. რა ვქნა ზოგ ნაწერს ცოტა მოგვიანებით ვკითხულობ. ეს განსაკუთრებით მომეწონა უსიტყვოდ შემოაბრუნა ურემი. რა ვქნა ზოგ ნაწერს ცოტა მოგვიანებით ვკითხულობ. ეს განსაკუთრებით მომეწონა უსიტყვოდ შემოაბრუნა ურემი.
38. როგორ მომწონს.. მერამდენედ ვკითხულობ როგორ მომწონს.. მერამდენედ ვკითხულობ
37. რა კარგი ნაწერია, ასეთმა ნიჭიერმა ადამიანმა კი უნდა გამოგვიცხოს კარგი წიგნი მაგრამ წიგნის გამოცხობა კი ვიჩით როგორც ხერხდება დღეს. მომეწონა მაგრამ რა მცირე ზომის იყო. რა კარგი ნაწერია, ასეთმა ნიჭიერმა ადამიანმა კი უნდა გამოგვიცხოს კარგი წიგნი მაგრამ წიგნის გამოცხობა კი ვიჩით როგორც ხერხდება დღეს. მომეწონა მაგრამ რა მცირე ზომის იყო.
36. რა თქმა უნდა კარგია.ისე ,მე უფრო შენი ყოველდღიურ თემებზე შესრულება(არ ვაჭარბებ.არ მიყვარს გადაჭარბება)მომწონს. რა თქმა უნდა კარგია.ისე ,მე უფრო შენი ყოველდღიურ თემებზე შესრულება(არ ვაჭარბებ.არ მიყვარს გადაჭარბება)მომწონს.
34. მაგარია რათქმაუნდა +5 მაგარია რათქმაუნდა +5
33. მახსოვს გამოფენიდან, მრავლისმეტყველი, 100 სიტყვაში ჩაკეტილ-ჩაწნული ამხელა ტკივილი, დ ე ლ ი კ ა ტ უ რ ა დ, აგატირებს კი, მაგრამ არ გაგაღიზიანებს (როგორც იმ საშინელი დღეების მანერული, ყალბი გაკილვა), ყველას არ გამოსდის ეს, როცა ამ თემას ეხები გულწრფელი უნდა იყოს, თოლია კი მართალია, ნამდვილია და გულიანია. 5
მახსოვს გამოფენიდან, მრავლისმეტყველი, 100 სიტყვაში ჩაკეტილ-ჩაწნული ამხელა ტკივილი, დ ე ლ ი კ ა ტ უ რ ა დ, აგატირებს კი, მაგრამ არ გაგაღიზიანებს (როგორც იმ საშინელი დღეების მანერული, ყალბი გაკილვა), ყველას არ გამოსდის ეს, როცა ამ თემას ეხები გულწრფელი უნდა იყოს, თოლია კი მართალია, ნამდვილია და გულიანია. 5
32. მშვენიერია! მშვენიერია!
31. ეს არის ძალიან მაგარი..
ნერვებს მიიშლის აქ ზოგიერთი დამკომენტარებელი :დ ეს არის ძალიან მაგარი..
ნერვებს მიიშლის აქ ზოგიერთი დამკომენტარებელი :დ
30. ძალიან კარგია, ! ძალიან კარგია, !
29. ეს ,,100 სიტყვა,, მახსოვს:) ეს ,,100 სიტყვა,, მახსოვს:)
28. განსხვავებული და კარგი მინიატურაა.. + 5 განსხვავებული და კარგი მინიატურაა.. + 5
27. როგორი სამწუხაროა.. როგორი სამწუხაროა..
26. -ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები... უსიტყვოდ შემოაბრუნა ურემი.
:( -ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები... უსიტყვოდ შემოაბრუნა ურემი.
:(
25. ყანებშია.. მეისპო... ჩვენები... უსიტყვოდ...
ჰო უსიტყვოდ... მხოლოდ მოგუდული ცრემლის ხმაურით და სიმლაშით.. უსიტყვოდ ... ყანებშია.. მეისპო... ჩვენები... უსიტყვოდ...
ჰო უსიტყვოდ... მხოლოდ მოგუდული ცრემლის ხმაურით და სიმლაშით.. უსიტყვოდ ...
24. "ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები..."
როდემდე უნდა იყონ აქეთ-იქეთ ჩვენები, რით ვერ ვისწავლეთ ჭკუა?
5 თოლიავ 5
"ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები..."
როდემდე უნდა იყონ აქეთ-იქეთ ჩვენები, რით ვერ ვისწავლეთ ჭკუა?
5 თოლიავ 5
23. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
22. უფ..................ლაიქ უფ..................ლაიქ
21. კარგი ძალიან. და კიდევ მომეწონა, ნაწერში იუმორი რომ გაკრთა ძალიან უშუალოდ და ოსტატურად. კარგი ძალიან. და კიდევ მომეწონა, ნაწერში იუმორი რომ გაკრთა ძალიან უშუალოდ და ოსტატურად.
20. კარგი ნაწერია ეს, უბრალო და კარგი.
მოკითხვა )) კარგი ნაწერია ეს, უბრალო და კარგი.
მოკითხვა ))
19. თოლია, ეს ერთ-ერთი იყო, რომელიც მომწონდა გამოფენიდან. უშეცდომოა და ზედმეტი ემოციების გარეშე გაძლევს სათქმელს
შენ ყველაზე ჩემი და ყველაზე თბილი თოლია ხარ
ვოტ ტაკ =)) თოლია, ეს ერთ-ერთი იყო, რომელიც მომწონდა გამოფენიდან. უშეცდომოა და ზედმეტი ემოციების გარეშე გაძლევს სათქმელს
შენ ყველაზე ჩემი და ყველაზე თბილი თოლია ხარ
ვოტ ტაკ =))
18. უსიტყვოდ შემოაბრუნა ურემი. - ეს სამი სიტყვა იმხელა ძალის მატარებელია, რომ ძარღვებში სისხლს გიყინავს ადამიანს! უსაზღვროდ ტკივილიანი... ჩემი +2 და განსაკუთრებული სითბო თოლიას!
უსიტყვოდ შემოაბრუნა ურემი. - ეს სამი სიტყვა იმხელა ძალის მატარებელია, რომ ძარღვებში სისხლს გიყინავს ადამიანს! უსაზღვროდ ტკივილიანი... ჩემი +2 და განსაკუთრებული სითბო თოლიას!
17. თოლია, ეს 100 სიტყვა გამოფენის პირველივე დღეს წავიკითხე და არ მომეცა საშუალება, მეთქვა, რომ ძალიან მაგრად მომეწონა. ეგეც არ იყოს, უკმარისობის გრძნობა მაქვს შენთან მომართებაში, რომ საკმარისი ყურადღება ვერ მოგაქციე და ბოდიშს გიხდი ამისთვისაც. შესაძლოა არც გწყენია, მაგრამ მე არ მეყო ის 2-3 ეპიზოდი :( 10! თოლია, ეს 100 სიტყვა გამოფენის პირველივე დღეს წავიკითხე და არ მომეცა საშუალება, მეთქვა, რომ ძალიან მაგრად მომეწონა. ეგეც არ იყოს, უკმარისობის გრძნობა მაქვს შენთან მომართებაში, რომ საკმარისი ყურადღება ვერ მოგაქციე და ბოდიშს გიხდი ამისთვისაც. შესაძლოა არც გწყენია, მაგრამ მე არ მეყო ის 2-3 ეპიზოდი :( 10!
16. მადლობა! მიხარია, რომ ასე მოგწონთ, მაგრამ ასჯერ უკეთესად ვიგრძნობდი თავს, ის რომ არ მენახა, რამაც ეს დამაწერინა. რატომღაც მინდოდა, თანანას არმოხვედროდა თვალში ეს მინიატურა - დათო ხომ "ჩვენების" გამო, "ჩვენების" მიერ...ვატკინე ალბათ ხელახლა. მადლობა! მიხარია, რომ ასე მოგწონთ, მაგრამ ასჯერ უკეთესად ვიგრძნობდი თავს, ის რომ არ მენახა, რამაც ეს დამაწერინა. რატომღაც მინდოდა, თანანას არმოხვედროდა თვალში ეს მინიატურა - დათო ხომ "ჩვენების" გამო, "ჩვენების" მიერ...ვატკინე ალბათ ხელახლა.
15. ძალიან კარგად და ზუსტად გაქვს ნათქვამი სამოქალაქო იმოს საშინელება.
ძალიან კარგი გოგო ხარ ჯონათან. პატივისცემით: ტენდი 5 ძალიან კარგად და ზუსტად გაქვს ნათქვამი სამოქალაქო იმოს საშინელება.
ძალიან კარგი გოგო ხარ ჯონათან. პატივისცემით: ტენდი 5
14. ჩვენ ერთმანეთის მტრობა როგორც შეგვიძლია, ისე მტერს რომ ვუმტროთ როგორც მინიმუმ პლანეტა დედამიწას დავიპყრობდით ჩვენ ერთმანეთის მტრობა როგორც შეგვიძლია, ისე მტერს რომ ვუმტროთ როგორც მინიმუმ პლანეტა დედამიწას დავიპყრობდით
13. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ამაზრზენად წოდებული სწორედ სამოქალაქო ომია!.. არ მეგონა მინიატურაში ამ საშინელების ასე თვალნათლივ წარმოჩენა თუ შეიძლებოდა... აქეთ იქით "ჩვენებს" შეეწირა ჩემი ძმის სიცოცხლეც... კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ამაზრზენად წოდებული სწორედ სამოქალაქო ომია!.. არ მეგონა მინიატურაში ამ საშინელების ასე თვალნათლივ წარმოჩენა თუ შეიძლებოდა... აქეთ იქით "ჩვენებს" შეეწირა ჩემი ძმის სიცოცხლეც...
12. დიდი მადლობა, ყველას! კატიე-მინიატურული გენიოსობას ეხებოდა:)))) მეც ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით:* დიდი მადლობა, ყველას! კატიე-მინიატურული გენიოსობას ეხებოდა:)))) მეც ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით:*
11. წონა გაითვალისწინოს სასწორმა :)) წონა გაითვალისწინოს სასწორმა :))
10. ისა და მინიატურული როგორაა, წონას არ ვითვალისწინებთ? :)) ისა და მინიატურული როგორაა, წონას არ ვითვალისწინებთ? :))
9. ჩემი მინიატურული გენიოსი ხარ შენ :* ჩემი მინიატურული გენიოსი ხარ შენ :*
8. მიყვარს სული, რომელიც ძლიერია, თან ლამაზი... სწორედ ასეა ჯონათანთან... მიყვარს სული, რომელიც ძლიერია, თან ლამაზი... სწორედ ასეა ჯონათანთან...
7. კარგია...5 მიხარია, რომ გაგიცანი ავტორო...:-* კარგია...5 მიხარია, რომ გაგიცანი ავტორო...:-*
4. ჩია კაცი სარდაფელი-ნი გეუბნება შენ: - იცი როგორ ცივა ჩემთან ახლა? ლამის სისხლი გამეყინოს. ჩია კაცი სარდაფელი-ნი გეუბნება შენ: - იცი როგორ ცივა ჩემთან ახლა? ლამის სისხლი გამეყინოს.
3. -ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები... უსიტყვოდ შემოაბრუნა ურემი. -მეც იგივე დამემართა:( 5 -ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები... უსიტყვოდ შემოაბრუნა ურემი. -მეც იგივე დამემართა:( 5
2. ვეთანხმები მედეას. ვეთანხმები მედეას.
1. ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები...
გამაციაო-რომ იტყვიან,აი ეს დამემართა:( არაფრისმთქმელი--5 ჩვენები არიენ იქინე, ორივე მხარეს, აბესალო, ჩვენები...
გამაციაო-რომ იტყვიან,აი ეს დამემართა:( არაფრისმთქმელი--5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|