| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 24 მაისი, 2012 |
ავი ზრახვებისთვის სარანგი ვარ, თავს ვიცავ ჭუჭყის და მტვრისაგან. ჩემს ნატვრას გზავნილი აღარ მიაქვს, განგებ თუ ივიწყებს მისამართს. დამრჩა მიშვერილი ცალი ლოყა, პირში მცემ ავყია ქარებზე. მომძახის წარსულის გალიორკა: -თავს იქით, თავს რატომ არ ეძებ? არ ვიმჩნევ წელმტკივან დაღლილობას, მუხლებსაც მგლის მუხლი შევაბი. ფიქრებს - თავდაყირა მღაბიობებს, ღამის გასატეხად ვეძახი... ოთახში ბოლთას სცემს უძილობა, დუმილის მიზეზსაც არ მიმხელს. ალბათ, ბედს შევუცვლი უიღბლობას, "ალიხე, მალიხე, სალიხე"... გატეხილ ღამეთა ნამსხვრევებზე სულ და ფეხშიშველი დავდივარ... დღისით კი მოგონილ მწვანე ველზე ვხედავ, სიმარტოვე გაზრდილა... არც ბედნიერი, არც უბედური, ჩემი თავისა ვარ სარანგი. ცა რომ ჩამექცა, იმ გუბეს ვუვლი, ხმამაღლა თქმადაც რომ არა ღირს... 22.05.12
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ცა რომ ჩამექცა, იმ გუბეს ვუვლი, ხმამაღლა თქმადაც რომ არა ღირს...
უძლიერესია! ცა რომ ჩამექცა, იმ გუბეს ვუვლი, ხმამაღლა თქმადაც რომ არა ღირს...
უძლიერესია!
15. თავს იქით, თავს რატომ არ ეძებ? +5 თავს იქით, თავს რატომ არ ეძებ? +5
14. მომძახის წარსულის გალიორკა: -თავს იქით, თავს რატომ არ ეძებ? მართლაც და... რატომ არ ეძებ?...:) მოგიკითხე თანანა...:-* მომძახის წარსულის გალიორკა: -თავს იქით, თავს რატომ არ ეძებ? მართლაც და... რატომ არ ეძებ?...:) მოგიკითხე თანანა...:-*
13. მომძახის წარსულის გალიორკა: -თავს იქით, თავს რატომ არ ეძებ? - ლამაზია და დამაფიქრებელი! მომწონს თქვენი ლექსები! გაიხარეთ! მომძახის წარსულის გალიორკა: -თავს იქით, თავს რატომ არ ეძებ? - ლამაზია და დამაფიქრებელი! მომწონს თქვენი ლექსები! გაიხარეთ!
12. კარგი ლექსია, ნამდვილად!
მოგიკითხე! კარგი ლექსია, ნამდვილად!
მოგიკითხე!
11. 10. ეს ყველაფერი უკვე იყო. მერაბ ჯიხაძე. 2012-05-25 12:16:12
ბატონო მერაბ,თქვენც ის იკითხეთ, რაც ჯერ "არ ყოფილა"... 10. ეს ყველაფერი უკვე იყო. მერაბ ჯიხაძე. 2012-05-25 12:16:12
ბატონო მერაბ,თქვენც ის იკითხეთ, რაც ჯერ "არ ყოფილა"...
10. ეს ყველაფერი უკვე იყო. ეს ყველაფერი უკვე იყო.
9. რა თქმა უნდა მაგარია :)))
+5 რა თქმა უნდა მაგარია :)))
+5
8. ჩემს ნატვრას გზავნილი აღარ მიაქვს,
დამრჩა მიშვერილი ცალი ლოყა, პირში მცემ ავყია ქარებზე.
თავს იქით, თავს რატომ არ ეძებ?
წელმტკივანი დაღლილობა
მუხლებსაც მგლის მუხლი შევაბი. ფიქრებს - თავდაყირა მღაბიობებს,
მოგონილ მწვანე ველზე გაზრდილი სიმარტოვე
ცა რომ ჩამექცა, იმ გუბეს ვუვლი, ხმამაღლა თქმადაც რომ არა ღირს...
ყოველთვის მაგარი და კარგი''რამცხები''გაქვს ხოლმე ლექსში.მკაცრად ელეგანტურია შენი ლექსები პადრუგა ,ეს დიდი ოსტატობის და გემოვნების დამსახურებაა . ჩემს ნატვრას გზავნილი აღარ მიაქვს,
დამრჩა მიშვერილი ცალი ლოყა, პირში მცემ ავყია ქარებზე.
თავს იქით, თავს რატომ არ ეძებ?
წელმტკივანი დაღლილობა
მუხლებსაც მგლის მუხლი შევაბი. ფიქრებს - თავდაყირა მღაბიობებს,
მოგონილ მწვანე ველზე გაზრდილი სიმარტოვე
ცა რომ ჩამექცა, იმ გუბეს ვუვლი, ხმამაღლა თქმადაც რომ არა ღირს...
ყოველთვის მაგარი და კარგი``რამცხები``გაქვს ხოლმე ლექსში.მკაცრად ელეგანტურია შენი ლექსები პადრუგა ,ეს დიდი ოსტატობის და გემოვნების დამსახურებაა .
7. ძალიან მუღამიანი და მაგარი გარტყმებით კი არადა მაგრობებით სავსე ლექსი:) ძალიან მუღამიანი და მაგარი გარტყმებით კი არადა მაგრობებით სავსე ლექსი:)
6. არც ბედნიერი, არც უბედური, ჩემი თავისა ვარ სარანგი. ცა რომ ჩამექცა, იმ გუბეს ვუვლი, ხმამაღლა თქმადაც რომ არა ღირს... -მეც გამოვარჩევ ფინალს, მშვენიერია!მართლაც რომ განსხვავებული ხელწერა გაქვთ! არც ბედნიერი, არც უბედური, ჩემი თავისა ვარ სარანგი. ცა რომ ჩამექცა, იმ გუბეს ვუვლი, ხმამაღლა თქმადაც რომ არა ღირს... -მეც გამოვარჩევ ფინალს, მშვენიერია!მართლაც რომ განსხვავებული ხელწერა გაქვთ!
5. ცა რომ ჩამექცა, იმ გუბეს ვუვლი, ხმამაღლა თქმადაც რომ არა ღირს...
რა კარგი ფინალია! ცა რომ ჩამექცა, იმ გუბეს ვუვლი, ხმამაღლა თქმადაც რომ არა ღირს...
რა კარგი ფინალია!
4. ბევრი რამის გამო მიყვარს თქვენი ლექსები. იმიტომაც, რომ თავს არ გატკივებს იმაზე ფიქრით -ნეტა რისი თქმა უნდოდაო. ყოველთვის მკაფიო, მოსხლეტილი ფრაზებია. იშვიათია, რომ ასეთი ოსტატობით ქალს ეს გამოუვიდეს:) ბევრი რამის გამო მიყვარს თქვენი ლექსები. იმიტომაც, რომ თავს არ გატკივებს იმაზე ფიქრით -ნეტა რისი თქმა უნდოდაო. ყოველთვის მკაფიო, მოსხლეტილი ფრაზებია. იშვიათია, რომ ასეთი ოსტატობით ქალს ეს გამოუვიდეს:)
3. სრული დასტური მეორე კომენტარს! მეც ყოველთვის პირველივე სტროიდან ვცნობ ხოლმე თქვენს ლექსებს ! : ))) სრული დასტური მეორე კომენტარს! მეც ყოველთვის პირველივე სტროიდან ვცნობ ხოლმე თქვენს ლექსებს ! : )))
2. პირველივე ტაეპებიდან თქვენ ხართ! სულ რამდენიმე ლექსი მაქვს თქვენი წაკითხული, მაგრამ ავტორი რომც არ მცოდნოდა, მაინც გიცნობდით, თქვენ ხომ უკვე თქვენი ნიშა გაქვთ! <3 პირველივე ტაეპებიდან თქვენ ხართ! სულ რამდენიმე ლექსი მაქვს თქვენი წაკითხული, მაგრამ ავტორი რომც არ მცოდნოდა, მაინც გიცნობდით, თქვენ ხომ უკვე თქვენი ნიშა გაქვთ! <3
1. კარგი ლექსი! კარგი ლექსი!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|