ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2012


რომანსი, წვიმიან დღეს სამღერელი

გზამ გაიმეტოს ვინმეს სახე,
ახლობელის, და...
გზამ გაიმეტოს ვინმეს სახე,
სანატრელის, და...
გზამ გაიმეტოს შენი ნახვა,
მოულოდნელი.

გზაა და სველი.
ჩაიჟონა სულშიც ნაღველი.
გზაა და ძუნწობს,
არვინაა შენი მნახველი...
ნაცრისფერია
განწყობაც და გზაც,
გასავლელი.

მზემ დაინახოს სველი გზა და
მზემ შემამჩნიოს გაწუწული,
გაეღიმოს და კეკლუცობით
მზემ დააფინოს გზაზე თმები...

გზამ გაიმეტოს შენი სახე,
წვიმამ აკრიფოს თავის ბარგი,
მზემ გაიმეტოს გზისთვის სითბო,
შენ - დაასრულო ჩემი დარდი,
გაცისარტყელდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები