ახლა, როდესაც მეორე ზმათარიც მიილია, რაც შენ დაგვტოვე, მე უკეთესად შემიძლია დავწერო ჩვენზე. ჩვენც ისევე იმად დავრჩით_რაც შენ დაგვტოვე, მეტი იმით, რომ შევეგუეთ შენს სრულ არყოფნას, გრანიტის ქვაზე დატეულ, შენს ცხოვრებას, საფლავთან ცაცხვებს, მარტოობას ბებერ ცაცხვების, ჩიტების ჭიკჭიკგამორეულ, ოქროს მარტოობას. და ვართ, შენი არყოფნით მეტი, ვემატებით ტკივილს ტკივილად, ყურძენს ღვინოდ, ფურცლებს, სავარძლებს, დოქებს, სახლებს სიცარიელედ. ცოტა, შენი არყოფნით მეტი, ცოტა, ჩვენი არყოფნით მეტიც, მუდამსხვისიყოფნითგამთბარი, სამართლიანად წარმოვადგენთ არარსებობას, ახლა, როცა უკვე მეორე ზამთარი მიილია, რაც შენ დაგვტოვე და ჩვენც ისევე იმად დავრჩით, რაც შენ დაგვტოვე, ვზივარ შენსავით ჩაფიქრებული, ორივე სახლში და ეჭვი შემაქვს მეც საკუთარ არსებობაში, რადგან აღარც გამარჯვებაა და აღარც დამარცხება, არარსებობაში, ეჭვის შესატანად, თავს ერთი შიშიც ვერ გამოვუგონე, ვერცერთ ჩემგანს, ვერცერთს ჩემთაგან ვერ ვაჭამე სულ მცირე შიშიც, რომ გამარჯვება მეზეიმა მისი დაძლევით ისედაც ასე გაიშვიათებულს. გაარაფრებულს... როცა ყოველი შიშის დაძლევას, ხელახალ შიშს ახვედრებდი, უფრო მრისხანეს, აბჯარ-ასხმულს, მუზარადიანს, რადგან იცოდი, რომ დიდ ბრძოლას, გამარჯვებაც დიდი მოჰყვება. ხოლო როდესაც შეატყობდი, რომ მარცხდებოდი, გულის ყველაზე იდუმალ სანახებში, შენახულ ოცნებებს, (რომელთაც მართალია აღარავის უმხელდი, მაგრამ ინახავდი, შავი დღისთვის, დიდი ბრძოლისთვის) ფარად იფარებდი და როდესაც ცეცხლის წვიმა გადაივლიდა, მახვილივით თავს დაატეხდი, აბჯარ-ასხმულ, მუზარადიან შიშის ნაგლეჯებს, ასე უზღავდი, ოცნებების უტყუარ ძალით, ცხოვრებისეულ, ყოველ წარუმატებლობას. გაგიკვირდება, ყოველ შენს საფლავზე ამოსვლისას, მე მიჩნდება ერთი ყოვლად უჩვეულო, არაორდინალური სურვილი_ _შენი საფლავის სიკვდილივით შავ, გრანიტის ქვას, გადავაცალო, შენი გარდაცვალების წელი, (იქნებ რამდენი ბრძოლა გრჩება გადასახდელი...) რომ საკუთარ ხსოვნაში მაინც, სამუდამოდ გავანთავისუფლო, შენი არსებობა დასასრულისგან. შენი, ვინც ყოველთვის იქნები ყველაზე დიდი მაგალითი, თუ როგორ უნდა თანაარსებობდეს კაცი, საკუთარ არარსებობასთან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ბევრი წელია ამ ლექსს ვკითხულობ... ბევრი წელია ამ ლექსს ვკითხულობ...
11. ახლა, როდესაც მეორე ზმათარიც მიილია, რაც შენ დაგვტოვე, მე უკეთესად შემიძლია დავწერო ჩვენზე.
ახლა, როდესაც მეორე ზმათარიც მიილია, რაც შენ დაგვტოვე, მე უკეთესად შემიძლია დავწერო ჩვენზე.
10. აქ ვარ ისევ! აქ ვარ ისევ!
9. :( მოკლედ ძალიან სევდიანია ატირებამდე რო დაგაკლდება წამი მაგეთი.ეჰ რატო დაწერეთ ესეთI ლექსი რა მოხდა? :( მოკლედ ძალიან სევდიანია ატირებამდე რო დაგაკლდება წამი მაგეთი.ეჰ რატო დაწერეთ ესეთI ლექსი რა მოხდა?
8. ეს რა წინასწარმეტყველური შიშით დამიწერია ბოლო კომენტარი... მოვიდა ამ ლექსის სიმწარე, თან როგორ მოვიდა და რა მალე, ბოლო კომენტარის დაწერის შემდგომ... რაღა ვთქვა... ახლა ვიწექი და ვფიქრობდი, რა იყო მანამდე, სანამ ამ ტკივილს განვიცდიდი, მეჩვენება, რომ ყველაფერი იყო და ახლა აღარაფერი დამრჩა... ეს ლექსიც გამახსენდა, ავდექი და მხოლოდ ამის წასაკითხად შემოვედი. ჩემმა ძველმა კომენტარმა ჩემი ძველი მდგომარეობის მიმართ შური გამიჩინა, თურმე რა კარგად მითქვამს >> მე არ მინდა ოდესმე მივიდე ამ თემატიკამდე და უფრო მეტი სიმძიმთ ვიკითხო ეს ლექსი, თურმე რა კარგად კი არა, რა ლაღად მითქვამს, ასე ხომ ვეღარასდროს ვიტყვი.
მადლობა ავტორს, მადლობა. მე ვერაფერს ვამბობ და გმადლობთ რომ ჩემი სიჩუმე წამაკითხეთ...
ეს რა წინასწარმეტყველური შიშით დამიწერია ბოლო კომენტარი... მოვიდა ამ ლექსის სიმწარე, თან როგორ მოვიდა და რა მალე, ბოლო კომენტარის დაწერის შემდგომ... რაღა ვთქვა... ახლა ვიწექი და ვფიქრობდი, რა იყო მანამდე, სანამ ამ ტკივილს განვიცდიდი, მეჩვენება, რომ ყველაფერი იყო და ახლა აღარაფერი დამრჩა... ეს ლექსიც გამახსენდა, ავდექი და მხოლოდ ამის წასაკითხად შემოვედი. ჩემმა ძველმა კომენტარმა ჩემი ძველი მდგომარეობის მიმართ შური გამიჩინა, თურმე რა კარგად მითქვამს >> მე არ მინდა ოდესმე მივიდე ამ თემატიკამდე და უფრო მეტი სიმძიმთ ვიკითხო ეს ლექსი, თურმე რა კარგად კი არა, რა ლაღად მითქვამს, ასე ხომ ვეღარასდროს ვიტყვი.
მადლობა ავტორს, მადლობა. მე ვერაფერს ვამბობ და გმადლობთ რომ ჩემი სიჩუმე წამაკითხეთ...
7. მომენატრე ძმაო! მოგიკითხე! 5 მომენატრე ძმაო! მოგიკითხე! 5
6. მომენატრე ძმაო! მოგიკითხე! 5 მომენატრე ძმაო! მოგიკითხე! 5
5. .. მოკითხვა გიოს (:
პირველი კომენტარი.. ჰომ. .. მოკითხვა გიოს (:
პირველი კომენტარი.. ჰომ.
4. და ვართ, შენი არყოფნით მეტი...
მძიმეა... მე არ მინდა ოდესმე მივიდე ამ თემატიკამდე და უფრო მეტი სიმძიმთ ვიკითხო ეს ლექსი, მაგრამ მე მინდა ვიტრიალო ამ ლექსის გარშემო, კიდევ დიდხანს... და ვართ, შენი არყოფნით მეტი...
მძიმეა... მე არ მინდა ოდესმე მივიდე ამ თემატიკამდე და უფრო მეტი სიმძიმთ ვიკითხო ეს ლექსი, მაგრამ მე მინდა ვიტრიალო ამ ლექსის გარშემო, კიდევ დიდხანს...
3. ძალიან...ძალიან ბუნებრივი განცდები... ტირილამდე რომ გეტკინება უცხო ადამიანი ისეთი...55555555 ძალიან...ძალიან ბუნებრივი განცდები... ტირილამდე რომ გეტკინება უცხო ადამიანი ისეთი...55555555
2. და ვართ, შენი არყოფნით მეტი...
შენი საფლავის სიკვდილივით შავ, გრანიტის ქვას, გადავაცალო, შენი გარდაცვალების წელი, (იქნებ რამდენი ბრძოლა გრჩება გადასახდელი...)
ყველაზე დიდი მაგალითი, თუ როგორ უნდა თანაარსებობდეს კაცი, საკუთარ არარსებობასთან.
ამ სიტყვების გასიგრძეგანება მხოლოდ იმ ადამიანებს შუძლიათ, ვისაც ზუსტად ასე უფიქრიათ გარდაცვლილ ახლობელზე შენი არყოფნით მეტი
და ვართ, შენი არყოფნით მეტი...
შენი საფლავის სიკვდილივით შავ, გრანიტის ქვას, გადავაცალო, შენი გარდაცვალების წელი, (იქნებ რამდენი ბრძოლა გრჩება გადასახდელი...)
ყველაზე დიდი მაგალითი, თუ როგორ უნდა თანაარსებობდეს კაცი, საკუთარ არარსებობასთან.
ამ სიტყვების გასიგრძეგანება მხოლოდ იმ ადამიანებს შუძლიათ, ვისაც ზუსტად ასე უფიქრიათ გარდაცვლილ ახლობელზე შენი არყოფნით მეტი
1. მძიმე განცდების სიღრმეში ჩახედვაა. მძიმე განცდების სიღრმეში ჩახედვაა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|