ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2012


ასეა ჩვენთან

მე - შენი ცოლი და ყოველ დილით ვამზადებ ჩაის;
მერე წვალება, რომ არაზუსტი არ იყოს კვანძი
ჰალსტუხის ანდა საღამოობით მზე როცა ჩადის
დაიგვიანებ; ათასჯერ ვზომავ სახლამდე მანძილს.
ცუდია, თვლაში, ჩემს შეცდომებს არ უჩანს ბოლო.

შენ - ჩემი ქმარი და ყოველ დილით მხოლოდ ჩაის სვამ;
მერე შენს ჰალსტუხს შეუფერებ პერანგს და პიჯაკს;
ფიქრობ, რომ მოხვალ და ნავახშმევზე ბავშვებს ჩაისვამ
კალთაში, მაგრამ დღის მიწურულს თავს რაღაც იჩენს.
მამშვიდებ მერე, არ დაგრძელდაო სახლამდე გზები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები