ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2012


ზოგჯერ

ზოგჯერ მოგინდება შეიგინო
გულიანად და სადმე შორს წახვიდე,
სუნთქვა ბრონქებზე შეიყინო,
სულით დაემსგავსო მოჯაჰიდებს.

ძალიან მინდა, დავიკიდო
რაც წერია და რაც არ წერია.
ერთად ჩავბღუჯო და დავიწყვიტო
ყველა აორტა და არტერია.

..მახსოვს, შორიდან ჩანდა გემბანი,
ჩვენ შორის ძაფები წყდებოდა.
შენ გშორდებოდა ორივე ჩემგანი,
გული მწყდებოდა...

მოდი, გადავებათ აორტებით,
სუნთქვა ბრონქებზე შეიყინე.
მაინც დავშორდებით: გაორდები.
მიდი, შეიგინე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს