ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2012


რელაქსაცია

არ ვნაღვლობ,
არ გიხმობ,
დაწყნარდი!....
ცხოვრებას მივყვები თამამად,
თუმცა კი....ვტყუი და გნახავდი,
გნახავდი, გნახავდი ამაღამ

**              **                      **
იქ, სადაც ზაფხულის ნიავი,
ამბორით მოცოცავს ფარდებზე,
უხილავ თითებით, მფრინავი,
შენს მკერდზე, სახეზე, ხელებზე!...

**          **                      **
არ ვნაღვლობ...მეც თითქოს დავწყნარდი,
ცხოვრებას მივყვები თამამად,
ამ ღამით მე მაინც გეტყოდი
ყველაფერს....ტკბილად და ლამაზად..
...იქ, სადაც სავსეა ოთახი,
ახდენილ სიზმრების სურნელით!..
იქ, სადაც  მე ისევ გეძახი....
შენ კი.......სხვის სიზმრებში ბრუნდები...





03.06.2012 23:33:39...სერგეი ნეველი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები