 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 4 ივნისი, 2012 |
მხოლოდ იმას ვწერ, რასაც განვიცდი... ასე მგონია, უხსოვარი დროიდან ახსოვს ჩემს თვალებს სევდა. ვხედავ უხილავს, ჰორიზონტს იქით გადამალულ სამყაროს, ვხედავ... და ზუსტად ვიცი, არაფერი იცვლება ქვეყნად, ეს ჩვენ ვიცვლებით... იცვლება ჩვენი წარმოდგენები, ფანტაზიები, გრძნობაც, სურვილიც... და მერე, როცა თავს ვერ ვაღწევთ ამ ჩაკეტილ წრეს, ცვალებადობას დროს ვაბრალებთ ხელაღებით და სიზმარზე სწრაფად. დრო დროა მაინც, ამ გალაქტიკურ ორომტრიალში გაწელილი და უსასრულო, ჰოდა, ვაბრალებთ, რომ შეიცვალა. ან როგორ იტანს შეუბრალებელ ცილისწამებას... მე ვსევდიანობ... დრო მეცოდება. დრო და სიკვდილი, რომელსაც არსად არავინ ელის... რა ძნელია ასე ყოფნა: უმოლოდინოდ... როცა არავინ მიგიღებს თბილად, როცა მარჯვენას კაციშვილი არ გამოგიწვდის... მახსოვს რაც იყო... ისიც მახსოვს, რაც უნდა იყოს... ხომ არაფერი იცვლება მაინც... ჩემი სხეული მიწისფერია და მახსოვს მიწა. ნეკნისგან მქმნიდნენ და მახსოვს ნეკნიც... ჩემი სანეკნე ადგილიც მახსოვს... წამივით სწრაფად იცვლებიან წარმოდგენები, – სცენაზე – ცხოვრება რომ ვუწოდეთ ერთ დროს... რასაც განვიცდი, მხოლოდ იმას ვწერ... ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშე... ........................ მე არ ვიცვლები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან კარგია.++ ძალიან კარგია.++
11. შენ ერთადერთი ხარ აქ ვის ლექსებსაც სიამოვნებით ვკითხულობ და ყოველი ლექსი მაფიქრებს.... საოცრად ნიჭიერი ხარ.... წარმატებები..... შენ ერთადერთი ხარ აქ ვის ლექსებსაც სიამოვნებით ვკითხულობ და ყოველი ლექსი მაფიქრებს.... საოცრად ნიჭიერი ხარ.... წარმატებები.....
10. ჰორიზონტს იქით გადამალულ სამყაროს, ვხედავ... და ზუსტად ვიცი, არაფერი იცვლება ქვეყნად, ეს ჩვენ ვიცვლებით...
მომწონს კარგია,+ 2 ჰორიზონტს იქით გადამალულ სამყაროს, ვხედავ... და ზუსტად ვიცი, არაფერი იცვლება ქვეყნად, ეს ჩვენ ვიცვლებით...
მომწონს კარგია,+ 2
9. "ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშეშე..."
საოცრად ხედავ!...
(ახლაც იგივე სევდა აქვთ ახლანდელ "ადამებს", ჩემი აზრით... არ იმჩნევენ ოღონდ...) "ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშეშე..."
საოცრად ხედავ!...
(ახლაც იგივე სევდა აქვთ ახლანდელ "ადამებს", ჩემი აზრით... არ იმჩნევენ ოღონდ...)
8. ე(გო)მოცია
ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშე...
>:D< მე არ ვიცვლები... ე(გო)მოცია
ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშე...
>:D< მე არ ვიცვლები...
7. ზუსტად ჩემი განწყობააა აქ...:-* დღეს ვამბობდი ამას ნია-კო...:) მე ვარ ევა და მენატრება ჩემი ადამი ... ჩემი სამოთხე...პირველქმნილი ანუ... ესაა სწორედ სევდის მიზეზი...გამიხარდა აქაც იგივე რომ წავიკითხე...5 ზუსტად ჩემი განწყობააა აქ...:-* დღეს ვამბობდი ამას ნია-კო...:) მე ვარ ევა და მენატრება ჩემი ადამი ... ჩემი სამოთხე...პირველქმნილი ანუ... ესაა სწორედ სევდის მიზეზი...გამიხარდა აქაც იგივე რომ წავიკითხე...5
6. ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშე... -მოკითხვა,ნია-კოს:-* ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშე... -მოკითხვა,ნია-კოს:-*
5. მახსოვს რაც იყო... ისიც მახსოვს, რაც უნდა იყოს...
მომწონს ეს ლექსი +5
ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშე... მახსოვს რაც იყო... ისიც მახსოვს, რაც უნდა იყოს...
მომწონს ეს ლექსი +5
ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშე...
4. დრო მეცოდება. დრო და სიკვდილი, რომელსაც არსად არავინ ელის...
ჰმ,ჰო....
მოგიკითხე ნია-კო :*
ლექსი უთბილესი და ემოციური დრო მეცოდება. დრო და სიკვდილი, რომელსაც არსად არავინ ელის...
ჰმ,ჰო....
მოგიკითხე ნია-კო :*
ლექსი უთბილესი და ემოციური
3. ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშე...
:* :* ახსოვს ჩემს თვალებს, ჰო, ახსოვს სევდა: ადამს რომ ჰქონდა, ევას გარეშე...
:* :*
2. ეგო :) ემოიცური ლექსია მართლაც.
+ 5
........................ მე არ ვიცვლები... ეგო :) ემოიცური ლექსია მართლაც.
+ 5
........................ მე არ ვიცვლები...
1. ცოტა გაწელილია თუმცა აზრი ბოლომდე დალაგებულად მიდის. ცოტა გაწელილია თუმცა აზრი ბოლომდე დალაგებულად მიდის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|