ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2012


ზღვა და ქარი


ზღვა და ქარი,
ზღვა და ქარი,
ტალღა ჩემს სხეულზე სუნთქავს.
მოვალ,
გკითხავ ნაზამთრალი,
ლურჯ უფსკრულებს რა ჩაუნთქავს?!
შენს ტალღებზე ვარწევ ფიქრებს,
ფრთებს შევასხამ,
ცას გავცდები.
როცა აქ არა ვარ,
იქნებ
არც ღელავ და
არც ქაფდები!
ხარ ლურჯთვალა დედოფალის
კაბა თეთრი მაქმანებით,
ცაა შენი მეგობარი,
ცა გიცინის ვარსკვლავებით.
მინდა
შენთან მქონდეს სახლი,
მინდა
ვიგრძნო შენი სუნი,
შენ კი მომწვდე გრილი ტალღით,
შიშველ ტერფზე მეგლასუნო...
მალე გავა,
ალბათ,
დროც და
მოვალ,
მოვალ ნაზამთრალი.
შემაგებე მლაშე კოცნა...
ზღვა და ქარი,
ზღვა და ქარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები