ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2012


Impossible

დღეს ვფიქრობდი,
რომ არ შემიძლია
ვიჯდე პრესტიჟულ რესტორანში,
საუკეთესო ადგილას,
სმოკინგში გამოწყობილი და გელოდებოდე,
როდის მოხვალ საღამოს კაბით,
წარმოდგენაც რომ რთულია,
ისეთი მშვენიერი.

დღეს მე ღამის 11 საათამდე ვმუშაობდი,
მეცვა 2 წლის წინ ნაყიდი ჯინსი და 2 დღის წინ გარეცხილი მაისური,
ფეხსაცმელს, ალბათ, არა უშავს რა,
ჩემთვის ძალიან ძვირი მივეცი...
სწორედ ძილის დროს დავბრუნდი სახლში
და დავწერე ეს რაღაც,
ლექსისმაგვარი,
მარტო იმიტომ,
რომ საშინლად მინდოდა,
შენ მაინც შეგძლებოდა
დამხვედროდი ჩვენს პატარა ოთახში,
ორ კაცზე გაწყობილ მაგიდასთან,
ალბათ შემწვარი კარტოფილი თუ გვექნებოდა,
ანდა სალათი,
რამე უბრალო, ბოსტნეულის...
და იქნებოდი ისეთი მშვენიერი,
წარმოდგენა რომ რთულია და შეუძლებელიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები