ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2008


ბოლოდან (თამაში)


-- იცი, უცნაური რა იყო? მე ველოდებოდი და ის კიდევ თამაშობდა.
-- თამაშობდა? და რატომ ელოდებოდი?
-- მე რა ვიცი, უბრალოდ აი, ასე ვიჯექი და ველოდებოდი.
-- და ხომ ამბობდი არ დაველოდებიო.
-- ხო, მაგრამ არ ვიცი, მეთვითონაც არ ვიციб მომინდა და დაველოდე.
-- გიჟი ხარ!
-- ხო, ვარ.
-- მერე მოვიდა?
-- სად? ა, ხო, არა, ჯერ კიდევ ველოდები.
-- არანორმალური ხარ?
-- ოოო, შენ კიდევ რა იყო ეხლა გაიგე მასეთი რომ ვარ?
-- ბუზღუნი დაიწყე ხო?
-- აუ, ისიც მასე მეუბნება.
-- და მართლა რატომ ელოდები?
-- მინდა და ველოდები.
-- ნუ მაინც?
-- ისიც მელოდებოდა და მინდა, რომ დაველოდო და საერთოდ ეგ რა შუაშია, უბრალოდ მე მინდა და მორჩა.

(სიტუაცია სანამ მადან ,,თა” და მადამ კვლავაც ,,თა” დიალოგს გამართავდნენ)

მე, მხატვარი ვარ! არა ვიყავი, ადრე ვიყავი. ხოდა ეხლა ხურდას ვითხოვ... იცით, რომ დავიბადე მაშინ უთქვამთ….... მოკლედ მერე სამხატვრო აკადემია დავამთავრე ოღონდ აქ არა, ხოდა ... შვილები რამე...

მოკლედ ძალიან დიდთხანს ილაპარაკა. ილაპარაკა კი არადა ელაპარაკა. მერე მსნელელთაგან ერთ-ერთმა მეორეს გადაულაპარაკა:
-- ხედავ შენნაირები გაკითხავენ (და გაიცინა).(ბიჭი)
-- უი, რას ამბობ შენ უფრო გგავდა.(გოგო)
-- აუ... (გადაჩურჩულება) – გაჩუმდეს კაცო ეს რამდენი წლის იქნება და ჯერ შვილებამდე მივიდა მარტო.
-- გავიპარეთ.

(სიტუაცია სანამ ყოფილი მხატვარი თავს დაადგებოდათ)

-- მორჩა, აღარ გელაპარაკები.(ბიჭი)
-- ხოო? აი ეგრე ქენი (იცინის)(გოგო)
-- ტრაკო!
-- როგორც ყოველთვის კომპლიმენტებით მანებივრებ (იცინის)
-- მოიცა...

სწორედ ამ დროს დაადგათ თავზე დიდი მხატვარი თავისი დიდებული ავტობიოგრაფიით.

(სიტუაცია ბოლოს)

-- წავედი (ბიჭი)
-- კაი კარგად (გოგო)
-- მოიცა, კევები გავიყოთ.
-- ძველები ვისროლოთ.
-- ერთი, ორი და საააა... ფუუუ
-- ფუუუი

(და სიტუაცია სულ ბოლოს)

-- სადაა?
-- თამაშობს.
-- თმაშობს?
-- ხო (და იცინის)
-- მერე შენ რას შვები?
-- აუ, თავი გამანებე რაააა (სიცილი)


ეხლა ამის კითხვა ბოლოდან დაიწყეთ, ანუ (და სიტუაცია სულ ბოლოს) =))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები