ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2012


მიყვარხარ

შენ მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად,
ჩემი გული მხოლოდ შენით ხარობს,
სიყვარული შენით დამებედა,
მენატრები უსასრულოდ კარგო.


სურვილების ასრულების დროა,
ოცნებებში ისევ გეფერები,
მე დავლაშქრე კართაგენი, ტროა,
დავიპყარი სიყვარულით მთები.


გადავლახე გზები უნაპირო,
გადავცურე ზღვები მღელვარენი,
ვერ მოვნახე ჩუმი სანაპირო,
ისევ შენთან ლაღად მოვფრინდები.


ჩაგიხუტებ და ჩაგიკრავ გულში,
სიყვარულით დაგიკოცნი თვალებს,
დავიღვრები ლამაზ სიყვარულში,
და გაჩუქებ ულამაზეს წამებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს