ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2012


შენს პოეზიას თუ რად აქვს ფასი (ტერენტი გრანელს)

ტელეგადაცემაში ერთგან საუბარი იყო გრანელზე, იმის შესახებ თუ რატომაა ღირებული გრანელის პოეზია. ეს გადაცემა იყო ბიძგი ლექსის დაწერისა.
ავტორი

"უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი"
გრანელი

ქარიშხლიანი გერგო შენ ბედი
მარტოდენ ტრფობა ლექსის ძვირფასის,
მე გადაცემას შენზე ვუსმენდი,
შენს პოეზიას თუ რად აქვს ფასი.

რომში სდევნიან როცა სიმართლეს
როცა აქრობენ რწმენას გათელვით,
იქ სიტყვა უფლის მაინც იმარჯვებს,
გულებში რჩება ქრისტეს ნათელი.

ჭეშმარიტება შენც დაიტიე
მხსნელად ხედავდი მარტო მაცხოვარს,
შენ გაიმარჯვე, ავდარებს სძლიე
და შენ წარსულში დრომ არ დაგტოვა.

გვაჩუქე ქმნილი უმძაფრეს გრძნობით
გწყუროდა ყოფნა სისუფთავეში,
განაწამები განგებას სთხოვდი
იმ ქვეყანაში მალე გაეშვი.

ეს დედამიწა არის ჭაობი
სააქაოში ჭუჭყია მხოლოდ
ამ ტალახიდან მუდამ გარბოდი
და გააღწიე ზეცაში ბოლოს.

გული ლამაზი ძალუმად ფეთქავს
სიტყვები: "ღმერთი", "ლოცვა", "ძვირფასი",
ფიქრი მთავარი: სულ ყოფნა ღმერთთან
და შენს ლექსებსაც მიტომ აქვს ფასი.

                                                      6-18 მაისი
                                                      2012
                                                     
                                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები