ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2012


დღეს ალბათ იწვიმებს \ნარინჯისფერივით\

დღეს ალბათ იწვიმებს, ისეთი პირი აქვს
ზეცას, მე სახლში ვბრუნდები დილიდან გასული,
ვითომ და საქმეებს ვაგვარებ ათასგვარს,
არა და ხო იცი, ყველაზე მოცლილი
"ტიპი" ვარ ამქვეყნად.

დღეს ალბათ იწვიმებს,
ქუჩაში მათხოვრებს გვერდით რომ ჩავუვლი,
თავს ხრიან, ცხვენიათ ასეთი ცხოვრების,
მე უფრო მცხვენია, რომ არ მყავს არავინ,
და ასე თავდახრით მივყვები ლიანდაგს,
შენ მაინც მოდი და შემეხე თითებით,
ხო იცი თუ როგორ, ხო იცი თუ როგორ ...

დღეს მაინც იწვიმებს მე ასე მგონია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები