ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასტვაწ ინჩუ ჰამარ 2
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2012


იქნება ჯობდეს...

* * *

ცამ მითანაგრძნო.
ჩემი გულივით მოწურულ ღრუბლებს
გზა მიასწავლა
და ნიკაპთან შეასვენა.
რად გამიმეტე?..


* * *

შენს ხმაში ბზარი,
თვალებში ეჭვის მზაკვარი სხივი...
დუმილში სევდა აუწერელი -
აღარ მენდობი?!..


* * *

ვერ გამოვცვალე სათვალეები -
ვარდისფერია მის მიღმა სამყარო;
არადა შავს მაჩეჩებენ იაფფასიანს...
იქნება ჯობდეს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები