ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალილა
ჟანრი: საბავშვო
11 ივნისი, 2012


განდაგანა

ყველამ ტაში შემოკრა და
საცეკვაოდ გადის ანა.
ანას ზურამ მიუცეკვა,
გააჩაღეს განდაგანა.
ცეკვის ეშხში შედის ყველა,
ტაშს უმატეს თანდათანა,
ზურა  ფრინავს როგორც ჩიტი,
ანა უვლის განდაგანას.
ბავშვებს სახე უცქრიალებთ,
დაიღალნენ ცქერით განა?
უნდათ დიდხანს რომ გაგრძელდეს,
აჭარული განდაგანა.
                . . .                                                  დალილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები