ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2012


კოტე აფხაზის მონოლოგი

საქართველოს გადავეცი ქონება,
ყველაფერი - რაც კი ჩემს ბანკს ებადა!
მიზნად მქონდა სამშობლოსთვის ცხოვრება,
მისთვის მუდამ თავგანწირვა მეწადა!
სახელმწიფოს დავუტოვე ქონება,
მამულს ვყავდი კაცი გაურიყავი!
მგოსნის დისწულს ერთი მქონდა წოდება:
საქართველოს გენერალი ვიყავი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები