ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2012


სინანულის მეტანია

ახლოა გოლგოთა _
ცხოვრების ბოლო მთა _
და სმენას გიმძაფრებს აღვირი ქოროთა!
დაღლილი ნებდები ცილსა თუ წამებას...
დაჩოქილს, ცის ფერხთით ლექსები გაგებნა.

სხვა გზა არა ჩანს,
საკმეველს აკმევ,
ელი განაჩენს:
აქვეა აკმე.*



აკმე _ (ბერძ.) მწვერვალი; მედიცინაში: ავადმყოფობის განვითარების უმაღლესი წერტილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები