ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2012


წყურვილი

მე და ცხოვრებას, ერთმანეთი ფეხზე გვკიდია,
მივათრევ, თითქოს მიმაბორკეს, სასჯელად, ისე...
დავდივარ წრეზე, ვამთავრებ და ვიწყებ თავიდან
მინი-ცხოვრებებს. ძარღვები მაქვს ფენიქსის სისხლით

პირთამდე სავსე. პა მარჯვნიდან, მერე კი მარცხნივ...
ფასადით ვცეკვავ, მკერდში გული ისახავს პირჯვარს,
იმავე მხარეს... საკმარისი ვიწვნიე მარცხი,
ძვლების ტკივილი, ადგომისას მეც მომისინჯავს...

საცრემლე ჯირკვალს მლაშე სითხით ვატარებ სავსეს,
წაღმა-უკუღმა მეშლება და კვლავ ვიღვრი გულში.
გამოპარებულ მუნჯურ მზერებს - გახარჯულ მასრებს
ისხლეტს სამიზნე და მე თვითონ მაგდებს ჯურღმულში.

და ვხვდები – მსხვერპლი მე ვიყავი, მეწერა ასე,
სულ სიყვარული მწყურებოდა სასა გამომშრალს...
ყელზე გამობმულ საბელივით მახრჩობელ წარსულს,
ვერ გავექცევი მომავალში... ღმერთო, გამოჩნდი!

მე და ცხოვრებას, ერთმანეთი მაგრად გვკიდია...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები