ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2012


ისევ ისე...

ისევ ისე მიცემს გული,
ძველებურად მიყვარს,
სიყვარულით ხორცშესხმული
არ ვღალატობ სიტყვას.
და ჩამესმის სუნთქვა ქარის,
მზით ვარ გათანგული,
ისევ ისე სუფთა არის
ეს მგზნებარე გული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები